Digest Logo

„გული ბევრ რამეზე მწყდება“ - სანდრო შელიას პირველი კომენტარი თათია შარანგიასთან დაშორების შემდეგ

1674721175
თათია შარანგია

ახლა წარმოგიდგენთ ერთ ძალიან კარგ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც აშკარად შეატყობთ არაქართულ გარეგნობას. თითქოს იტალიელია, თითქოს ფრანგი, თითქოს ესპანელი, არ ვიცი, ვის ჰგავს, მაგრამ უცხოელს კი ჰგავს. მოკლედ, ეს ქართველი ალექსანდრე, იგივე სანდრო შელიაა, დედით უკრაინელი, ბიზნესმენი, შრომითი უსაფრთხოების ექსპერტი, რასაც ასევე, ვერ ვიფიქრებდი მისი გარეგნული მონაცემების მიხედვით.

👉„უამრავი კითხვაა სანდროსთან დაკავშირებით...“ - რას წერს თათია შარანგია მეუღლეზე?

სანდრო შელია ახალგაზრდა, ლამაზი პიანისტის, თათია შარანგიას ყოფილი მეუღლეა. თათიასა და სანდროს ერთი საერთო შვილი - ანდრიუშა ჰყავთ.  ისინი კარგა ხანია, დაშორდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ძალიან უხდებოდნენ. სანდრო შელიას საინტერესო ცხოვრების (ალბათ, უფრო პროფესიული ცხოვრების) გზა აქვს, სადაც ის დიდი ხანია, შედგა. თუ როგორ? ამის შესახებ „თბილისელებთან“ საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„მე და თათიამ ერთად ბევრი წელი გავატარეთ. ეს ურთიერთობა იყო გააზრებული, სიყვარულზე დაფუძნებული. თუ ადამიანი მართლა გიყვარს, რა თქმა უნდა, უნდა დაქორწინდე და მასთან ყოველთვის იყო გულწრფელი, ერთგული. მეორე ადამიანთან ცხოვრების დაკავშირება დიდი პასუხისმგებლობაა, მის წინაშეც და ბავშვების წინაშეც“ - ამბობს სანდო შელია. 

- რაზე გწყდება გული აქ ყველაზე მეტად?

- მე ვფიქრობ, გული ადამიანს შეიძლება მხოლოდ საკუთარ მოქმედებებზე, გადაწყვეტილებებზე დაგწყდეს, იმაზე, რასაც პირადად შენ აკონტროლებ. ამ მხრივ, კი, გული ბევრ რამეზე მწყდება, რაც შეიძლება უკეთ გამეკეთებინა, მეტად მომესმინა, თუნდაც მეტი მემუშავა პირად ურთიერთობებსა თუ საქმესთან დაკავშირებით. როდესაც ვიღაც გულს გწყვეტს, დასკვნები უნდა გამოიტანო, გაკვეთილად უნდა მიიღო და ცხოვრება გააგრძელო.

- დაშორების შემდეგაც არ შეგინელებია ყურადღება ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრების მიმართ, თათიას შვილებთან, დასთან, მშობლებთან.

- ედუ და სანი ყოველთვის დარჩებიან ჩემს ბიჭებად, ამას არაფერი შეცვლის. ასევე არაფერი შეცვლის ჩემს მეგობრობას ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრებთან, რომლებიც ჩემთვის ძალიან ახლობლები არიან. არავითარი ბარიერები აქ არ არსებობს.

🔵 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ზედმეტი ზარებითაც არ ვაწუხებ, ერთადერთი, ვეკითხები, დე, ბედნიერი ხარ?“ - როგორი დედამთილია თეა დარჩია?

🔵🎥 „თვალები გყიდით... უბრალოდ როგორ უხდებით? იაზრებთ?“ - ოთო ფოლადაშვილის და ჯულიანა ბარ-გნარის რომანტიკული ვიდეო

🔵„სახლიდან ამას ვერ გავუძლებდი...“ - რას ჰყვება ბაბი კირკიტაძის დედა

წყარო: tbiliselebi.ge