Digest Logo

ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის ირგვლივ სკანდალი გრძელდება: ჯორჯინამ ეს­პა­ნე­თის ეროვ­ნულ პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა

1766653769
ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუ

ქართული და ესპანური მედიის ცნობით, 2025 წლის მიწურულს UFC-ის ქართველ მებრძოლს, ილია თოფურიას პირად ცხოვრებაში სერიოზული კრიზისი შეექმნა, რომლის მიხედვითაც თოფურიამ მეუღლესთან, ჯორჯინა უზკატეგუისთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო სოციალური ქსელებიდან წაშალა. ანალოგიური ნაბიჯი გადადგა ჯორჯინამაც, რამაც საზოგადოებაში დაშორების შესახებ ეჭვები გააჩინა.

მედიის ინფორმაციით, მოვლენები იმდენად შორს წავიდა, რომ წყვილი ოფიციალურად დაშორდა და საქმე სასამართლო დავამდეც მივიდა. დასავლური სპორტული მედიის - Sportscasting-ის ცნობით, ილია თოფურიას მეუღლემ, ჯორჯინა უზკატეგუი ბადელმა, რომელიც წლების განმავლობაში სპორტსმენის გვერდით იდგა, ოქტომბრის დასაწყისში განქორწინების ოფიციალური სარჩელი შეიტანა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, განშორებას თან ახლავს სერიოზული ფინანსური დავა. სავარაუდოდ, ჯორჯინა ბადელი თოფურიას აქტივების 50 პროცენტს ითხოვს, მაშინ როდესაც ჩემპიონის ქონება დასავლურ მედიაში რამდენიმე მილიონ დოლარად არის შეფასებული. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს, რომ ქონებრივი დავა საკმაოდ მასშტაბური და მწვავეა.

ეს­პა­ნუ­რი გა­მო­ცე­მა ABC წერს, რომ 22 დეკემბერს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი ბადელი მადრიდში, პოლიციის სამმართველოში მივიდა. ამის მიზეზი კი, მისივე თქმით, მის მიმართ მასშტაბური კიბერბულინგი და მუქარა გახდა.

ჯორჯინა უზკატეგუიმ პოლიციაში მიიტანა შეგროვებული შეტყობინებები, ასევე, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარები, რომლებიც მუქარასა და შეურაცხყოფას შეიცავდა. ჯორჯინა აცხადებს, რომ ბოლო დროს, მისი და ილია თოფურიას საჯარო განცხადებების შემდეგ, მის მიმართ აგრესია გაიზარდა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მთვარე შენს ნიშანშია! დღეს შენ ხარ საშობაო ანგელოზი და შენი აურა იზიდავს ყველაფერ საუკეთესოს“ - 25 დეკემბრის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის

⭕წლის დაშორება და სკანდალები - ყველაზე ხმაურიანი ამბების „დაიჯესტი“, რომლებმაც 2025 წელს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია

⭕რა არის რეკომენდებული და რისგან ღირს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 25 დეკემბრის ენერგიებზე