Digest Logo

ინფლუენსერი სალი წვერავა 29 წლის გახდა - მან დაბადების დღე „ცეცხლოვანი“ ფოტოსესიით აღნიშნა: „სასწაული გარდასახვა“

1771313527
სალი წვერავა

ცნობილი ინფლუენსერი სალი წვერავა 29 წლის გახდა. მან იუბილე განსაკუთრებულად აღნიშნა და სოციალურ ქსელში შთამბეჭდავი, „ცეცხლოვანი“ ფოტოსესია გამოაქვეყნა, რომელმაც გამომწერების დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა.

სალი ბოლო პერიოდში არაერთხელ გახდა განხილვის თემა - ცოტა ხნის წინ მან ერთ-ერთი დიდი ოცნება აიხდინა და მკერდის იმპლანტებით გარეგნული ცვლილება შეიტანა. როგორც თავად აღნიშნავდა, ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის გააზრებული ნაბიჯი იყო და მას თავდაჯერებულობა შემატა.

დაბადების დღისადმი მიძღვნილ ახალ ფოტოებში ინფლუენსერი გაბედულ, ეფექტურ და ელეგანტურ იმიჯში წარდგა. კადრები, რომლებშიც დომინირებს წითელი და ცეცხლის ელემენტები, მის ახალ ეტაპს სიმბოლურად უსვამს ხაზს. 

სალი წვერავა „იუთუბერის“, ფოტოგრაფისა და ვიდეოგრაფის გიორგი ჯობავას ცოლია. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ, სალის პირველი ქორწინებიდან ერთი გოგონა ჰყავს.