
თეონა ცირამუა და მისი მეუღლე ტყუპი გოგონების მშობლები გახდნენ. როგორც თავად თეონა ამბობს, მათმა დაბადებამ ბედნიერებასთან ერთად, სამყარო ამოატრიალა, ცოლ-ქმრის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და მათ სახლში ორმაგი ბედნიერება შეიტანა.
ამჯერად მათი სიხარულის შესახებ წყვილი გადაცემაში „შუადღე“ საუბრობენ.
„ჩვენი ურთიერთობა 2017 წელს დაიწყო, როცა სენაკში ერთ-ერთ კონცერტზე ვიყავი, ხოლო 2019 წლის აგვისტოში შევუღლდით.
ამ ტყუპებს კი 5 წელი ველოდებოდი, იქამდე იყო გარე და შეწყვეტილი ორსულობაც, ბოლოს ვნატრობდი ერთი ბავშვი რა გახდათქო და უცებ ორი ბავშვი გამოჩნდა ექოსკოპიის ეკრანზე, ასე დაიბადა კირა და თუთა.
კირა ძალიან ჰგავს მამას. გოჩა ძალიან მეხმარება, ფაქტობრივად ყველაფერში ჩართულია, გარდა ბუნებრივი კვებისა“, - ამბობს თეონა ცირამუა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „შვილთაშვილთან შეხვედრა“ - სოფია კვინიკაძე პატარა იოჰანესთან ერთად საქართველოს ესტუმრა