Digest Logo

🎥 „ზეითუნის ზეთის გამოყენება შესაწვავად არ შეიძლება“ - რომელია ყველაზე სასარგებლო და მავნე ცხიმის სახეობები?! ენდოკრინოლოგის ოქროს რჩევები

1749020629
ელენე გიორგაძე

ცხიმები აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, რადგან ისინი უზრუნველყოფენ ენერგიას, ხელს უწყობენ ცხიმში ხსნადი ვიტამინების (A, D, E, K) ათვისებას და მონაწილეობენ უჯრედების მემბრანების წარმოქმნაში. თუმცა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არა ყველა ცხიმი ერთნაირად სასარგებლოა.

რომელია ყველაზე სასარგებლო და ყველაზე მავნე ცხიმის სახეობები?! კარაქი, ზეთი, თუ ერბო?! - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ენდოკრინოლოგ ელენე გიორგაძე საუბრობს და საზოგადოებას ოქროს რჩევებს უზიარებს.

„ცხიმი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია, მაგრამ დღის განმავლობაში ჩვენი კვების რაციონიდან ცხიმის მხოლოდ 30%-ი უნდა მივიღოთ. 

ცხიმი არის ყველაფერში, მცენარეული ზეთი ყველაზე სასარგებლოა, რომელსაც გააჩნია ვიტამინებიც.

თუ შევადარებთ კარაქს და ერბოს, ერბო სჯობს, რადგან ის უფრო სუფთაა ვიდრე კარაქი.

ზეითუნის ზეთს ყველაზე მეტად იტალიაში და საბერძნეთში მოიხმარენ, აქ სიმსუქნე კი არის, მაგრამ რისკი გულ-სისხლძარღვთა სისტემის არის დაბალი, ეს ქვეყნები შედიან დაბალ რისკში, ხოლო საქართველო ამ მხრივ საკმაოდ მაღალ რისკშია. ზეითუნის ზეთის გამოყენება შესაწვავად არ შეიძლება, მასში რაც კარგი არის ყველაფერი იკარგება და ორგანიზმზეც სხვანაირად მოქმედებს“, - აღნიშნავს ელენე გიორგაძე. 

✅ რეკომენდაციები:

მოერიდეთ: ნაჯერი და ტრანსცხიმების შემცველ პროდუქტებს, როგორიცაა სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებული საკვები, ნამცხვრები და სხვა დამუშავებული პროდუქტები.

მოიხმარეთ: უჯერი ცხიმები, როგორიცაა ზეითუნის ზეთი, თხილეული, ცხიმიანი თევზი და ჩიას თესლი.

განსაკუთრებული ყურადღება: მაქციეთ პროდუქტის ეტიკეტებს, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი არ შეიცავენ ტრანსცხიმებს.

უფრო ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ენით გამოუთქმელი მშვენიერება“ - ლიზა ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის შთამბეჭდავი შესრულება

🎥 ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია მეუღლეებთან ერთად - რა კადრებს აქვეყნებს მია გზირიშვილი?

🎥 ვისთვის არის დღევანდელი დღე კარგი ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად და ვის მიეცემა შანსი მოაგვაროს ძველი პრობლემები? - 4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან