გადაცემაში „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ მომღერალ ირაკლი ჩარკვიანის მეუღლე ქეთათო პოპიაშვილი იმყოფებოდა სტუმრად, სადაც მან აქციებზე, ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედების გამოყენების შესახებ მისი კრიტიკის მიზეზებზე ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, მუსიკოსის „ტრეკების“ პოლიტიკური თუ პარტიული ინტერესებისთვის გამოყენება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
„ირაკლის მუსიკა ჩემთვის იმდენად ბევრია, რომ არ უნდა იყოს ვიღაცის ვიწროპარტიული ნიშური. ეგეთი მუსიკოსი ბევრია, რომელიც შეიძლება ვიწროპარტიულ ნარატივში ჩაჯდეს, ირაკლი კი ამაზე მეტია.
მარტივად ვიტყვი: მე და შენ რაღაცას ვაპროტესტებთ, ძაღლების, მოხუცების უფლებებზე, რაც გინდა იყოს, მე და შენ ჩვენი „ჯიბიელით“ რაღაცას ჩავრთავთ, მაგაზე პრობლემა არ არის და ვერც გექნება, რამდენიმე ასეული ვიკრიბებით და ჩვენ - ჩვენით ვუშვებთ, არც ეგ არის პრობლემა, როდესაც რამდენიმე ათასი დოლარი აპარატურაზე იხარჯება, რომელიღაც კონკრეტული პარტიის დაფინანსებულია ეს თავშეყრა, აპარატურაში ხომ ფულს იხდიან, იმ აპარატურით, რაც უნდათ გაუშვან და უნდათ მათი ფლაგმანი იყოს, ჯერ ერთი, ვისიც არის საავტორო უფლება ელემენტარული საკითხია, რომ უნდა ჰკითხო“, - ამბობს ქეთათო ჩარკვიანი.
ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების შემდეგ, მის შემოქმედებაზე საავტორო უფლებები ცოლს გადაეცა. მას შედეგ ქეთათო ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების გამოყენებას საჯაროდ აპროტესტებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: