ქართველი ძიუდოისტი, ევროპის 3-გზის ჩემპიონი, 4-გზის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, ასევე, მსოფლიოს ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანი მიმდინარე წელს მეოთხე ბიჭის მამა გახდა.
სპორტსმენის მეუღლე გიული ჭკუასელია. მათ 2013 წელს იქორწინეს და 4 ვაჟის მშობლები არიან.
გიული ჭკუასელი ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკუასელის შვილიშვილია.
„ვარლამი არაჩვეულებრივი მამაა, თოთო ბავშვს ვუტოვებდი და ვიცოდი, რომ ისე მიხედავდა, როგორც საჭირო იყო", - ამბობდა სპორტსმენის მეუღლე.
„ჩემი მეუღლე მეხუთე კლასიდან მიყვარდა და ათი წლის მანძილზე კატეგორიულ უარს ვიღებდი მისგან. პირველად, 2011 წელს დავიწყეთ ნაბიჯების გადადგმა. წლების განმავლობაში ბრძოლა არ შემიწყვეტია. მაგ წელს უბედნიერესი ვიყავი და არც ერთი შეხვედრა არ წამიგია. 2012 წელს ევროპის ჩემპიონი გავხდი.
როდესაც მამამისს მისი ხელი ვთხოვე, გამატანეს იმ პირობით, რომ ჩემპიონი გავხდებოდი. პირობა შევასრულე და ორი ოქროს მედალი ჩამოვიტანე. ლამაზი თასი გვაჩუქეს და დღემდე ჩვენს ოჯახში სიყვარულის სადღეგრძელო მაგ თასით ისმევა. ჩვენი ქორწილი კონცერტივით იყო. 350-400 კაცი იყო და ყველაზე დასამახსოვრებელი დღე ჩემს ცხოვრებაში სწორედ ეგ არის“, - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში ვარლამ ლიპარტელიანმა.
სოციალურ ქსელში მამა შალვა კეკელია, მზოვრეთის მამათა მონასტერი, ქარელის რაიონი, რუის-ურბნისის ეპარქია აქვეყნებს ფოტოებს, სადაც სპორტსმენი ახალდაბადებულ შვილთან ერთად იმყოფება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: