
ბელა ჰადიდმა ყოველწლიურ Victoria’s Secret-ის შოუში მიიღო მონაწილეობა. მოდელმა დახურა შოუ — სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ, რაც მას ლაიმის დაავადება გაუმწვავდა და იმ ფონზე, როცა აქტიურად ვრცელდებოდა ხმები ანორექსაზე მკურნალობაზე. სოციალურ ქსელებში ბევრი თვლის, რომ ბელა სცენაზე „არაჯანმრთელად“ გამოიყურებოდა და სამუშაოზე დაბრუნება მისთვის ჯერ ნაადრევი იყო.
შოუს დროს ჰადიდი პოდიუმზე ორჯერ გამოვიდა, თუმცა — თავისი დის, ჯიჯი ჰადიდისა და სხვა მოდელებისგან განსხვავებით, ასევე გასული წლის შოუსთან შედარებით — ბელა აშკარად სევდიანი და დაღლილი ჩანდა, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა გაეღიმა. 29 წლის მოდელმა წარმოადგინა ორი ლუქი: წითელი კომპლექტი ჭრელ წინდებთან ერთად და მეორე — თეთრი, მასიური ფრთებით, რომელშიც შოუ დახურა.
სოციალურ ქსელებში აღნიშნეს, რომ ბელა „ავადმყოფად“ გამოიყურებოდა. ბევრი წერდა, რომ მას აშკარად უჭირდა და საერთოდ არ სურდა შოუზე გამოსვლა:
„სილამაზე ტკივილზე გავლით“,
„მას თითქოს იქ ყოფნა არ სურდა — უხერხულად იყურებოდა და ძლივს მოძრაობდა“,
„ის ძალიან სევდიანია“, - წერენ კომენტარებში.
მოდელმა თავისი ფინალური გამოსვლის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ანგელოზის ფრთები 20 კილოგრამზე მეტს იწონიდა:
„კარგი, დავუშვათ, რომ ეს ფრთები 50 ფუნტს (დაახლოებით 22 კილოგრამს) იწონიდა, მაგრამ რა ლამაზია!“ — დაწერა ბელამ.
ცნობისთვის, ბელა ჰადიდი 2012 წლიდან იტანჯება ლაიმის დაავადებით (კლეიშის ბორელიოზი), და ცოტა ხნის წინ მას კიდევ ერთხელ გაუმწვავდა. მოდელი ტირილით გვიჩვენებდა, როგორ გადიოდა მკურნალობის კურსს საავადმყოფოში და სახლში — მუდმივი კათეტერით. მისი დედა, იოლანდა ჰადიდი, ამ პერიოდში გვერდით ედგა და ამბობდა, რომ „შეუძლებელია უყურო, როგორ იტანჯება საკუთარი შვილი“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დახვეწილი, როგორც ყოველთვის“ - თაკო ჩხეიძის ახალმა კადრებმა გამომწერები მონუსხა
🎥 „როგორი ნიჭიერი ხარ პატარა“ - 3 წლის გალა არაჩვეულებრივად ანგარიშობს
წყარო: www.beaumonde.ge