Digest Logo

„ის თაიგული ყოველთვის ერთი გოგოსთვისაა“ - 26 წლის 4-გზის მსოფლიო ჩემპიონის, ტატო გრიგალაშვილის ოჯახური იდილია

1791456678
ტატო გრიგალაშვილი

ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი გულშემატკივრისთვის მორიგი ისტორიული გამარჯვებით დაგვირგვინდა. 81 კგ. წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი უპირატესობა, ფინალში ტურნირის მასპინძელი, აზერბაიჯანელი ზელიმ ცკაევი დაამარცხა და კარიერაში მეოთხედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი.

ტატოს ბაქოს ტატამზე ტრიუმფს განსაკუთრებული ემოცია შესძინა მისმა ოჯახმა, რომელიც დარბაზიდან აქტიურად გულშემატკივრობდა. გამარჯვებისა და დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, La Gazzetta Georgia-მ გაავრცელა ვიდეო, სადაც სპორტსმენმა მეუღლეზე მოკლე კომენტარი გააკეთა. 

„ის თაიგული ყოველთვის დაკავებულია ჩემი მეუღლისთვის,“ - აღნიშნა ტატომ გამარჯვების შემდეგ.

ტატომ და თაკომ 2020 წელს იქორწინეს. მათი ჯვრისწერის კადრები თაკომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„გიჟური ისტორიის მთავარი გიჟობა, უცებ დავიწერე ჯვარი ადიდასის სპორტულებში. 11:08:2020. ჩვენს შორის ღმერთმა გაიარა“, - წერდა თაკო.

belive-თან ინტერვიუში ტატომ საკუთარ ოჯახზე ისაუბრა, თქვა, რომ მეუღლე არის მისი მთავარი მოტივატორი.

„შეჯიბრზე, რომ გავდივარ, უფრო ძლიერი ვარ, ალბათ ძალას ჩემს უკან მდგომი ოჯახი მაძლევს. ვიღაცისთვის ან რაღაცისთვის, რომ ბრძოლობ ბევრად ძლიერი ხარ, აი ამაშიც მეხმარება ჩემი მეუღლე. ჩემი მეუღლე არის ყველაფრის წყარო. ის არის დასაწყისიც და დასასრულიც. მინდა ჩემი პატარა რომ გაიზრდება, ამაყი იყოს მამამისით“, - ამბობს ტატო გრიგალაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕8 ოქტომბრის დღის გზავნილი - „მომდევნო დღეებში იღბალი შენს მხარეს იქნება“

⭕ახალმთვარეობა იწყება, როგორ გამოვიყენოთ მისი ენერგია სწორად და 4 კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ

⭕2027 წლის ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი ცნობილია - ასტროლოგების თქმით, მას წარმატების განსაკუთრებული შანსი ექნება

✕