რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სერიალ „ცხელი ძაღლის“ ვარსკვლავი ვასო ბახტაძე, იგივე რეზო ქათამაძე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს.
„პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად ჩაწერა ვასო ბახტაძე და გავრცელებულ ვიდეოზე მისი აზრიც მოისმინა:
„ვიდეოს, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, სადაც ავტობუსით ვმგზავრობ, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გასაბრაზებელი თავისთავად არის, როცა ადამიანი მაშინ გიღებს, როდესაც სურვილი არ გაქვს. ერთი, რაც გაჟღერდა ამ ვიდეოდან, არის ის, რომ თურმე, ხალხს პატივისცემა და სიყვარული გააჩნია. შეიძლება ვიღაც ბავშვმაც გადაიღო ეს ვიდეო, ან ზრდასრულმაც, მაგრამ ასე მგონია, რომ ეს წესი არ არის.
ძალიან დაფასებული ვარ, გინდათ გითხრათ სიმართლე? დღეში ვიღებ 3-4 ფოტოს მოქალაქეებთან, მოდიან და მთხოვენ ფოტოს გადაღებას მათთან ერთად. არავის არ ვეწინააღმდეგები, პირიქით, ძალიან სასიამოვნოა, უფრო მეტად ახალგაზრდები მოდიან.
იცით რატომ მოჰყვა ამ ვიდეოს ამხელა გამოხმაურება? - მსახიობი როგორ შეიძლება ავტობუსში იჯდესო... რატომ არ შეიძლება?..“, - ამბობს ვასო ბახტაძე.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
წყარო: primetime.ge