Digest Logo

ჯგუფ „პორნო პოეზიის“ ვარსკვლავი ქმარი, ორი ქორწინება და რომანი სტანისლავ ბონდარენკოსთან? - ეკა ამირეჯიბის პირადი ამბები

1715456986
ეკა ამირეჯიბი

განათლებით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ეკა ამირეჯიბი, ასევე პიანისტიც გახლავთ, თუმცა მოგვიანებით ტელევიზიაში აღმოჩნდა და ტელეწამყვანის ამპლუაში არაერთი წელი გაატარა. ამასთან ამირეჯიბმა ბედი კინო ინდუსტრიის სფეროშიც სცადა და ერთ-ერთ პოპულარულ ქართულ სერიალში „ჩცდ“ ვანიკო თარხნიშვილთან ერთად ეკრანული წყვილი განასახიერა. ეკა ამირეჯიბი საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მისი ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული ფეისბუკ განცხადების გამო მოექცა.

როგორც მოგვიანებით ამირეჯიბმა განმარტა, მისი და ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლობა შევიდა ჩიხში, რის გამოც მან ტელევიზია დატოვა.

„დაიჯესტმა“ ეკა ამირეჯიბის ცხოვრებიდან საინტერესო დეტალებს მოუყარა თავი.

ცნობისთვის ეკა ამირეჯიბი 2014 წელს გათხოვდა. მისი მეუღლე ჯგუფ „პორნო პოეზიის“ ვარსკვლავი გიორგი სიბაშვილი გახლდათ. წყვილის ქორწინებამ 2 წელიწადს გასტანა, რომელიც ჟურნალისტისთვის მეორე ქორწინება იყო. მეორე ქმართან დაშორება მეგა შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ეკაზე და სტანისლავ ბონდარენკოს რომანზე თბილისში ჭორები დადიოდა. ჭორების ნამდვილობა არავის არ დაუდასტურებია, ამიტომ გახდა თუ არა ეს „რომანი“ ცოლ-ქმრის დაშორების მიზეზი უცნობია.

ჟურნალისტს, სხვა მრავალ პროფესიათაგან ასევე უყვარს სიმღერა, მოგზაურობა და ფოტოგრაფია.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ekaterine Amirejibi (@ekaterine.amirejibi)

ეკა ამირეჯიბი ერთ ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ქალისთვის ბედნიერება სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა რამეს მოაქვს.

„ძირითადად მარტო ვცხოვრობ, ამას მიჩვეული ვარ. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ ძალიან ჭრელია ცხოვრება და ადამიანებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არ არსებობს წინასწარი გათვლები. რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლები პასუხი მაქვს რაღაცებზე. ქალს სხვადასხვა ეტაპზე ალბათ სხვადასხვა რაღაც სჭირდება. 10 წლის წინ სხვა რაღაც მჭირდებოდა – უფრო ხმაურიანი და აქტიური ცხოვრება, ახლა სხვანაირი სურვილები მაქვს. მირჩევნია, წავიკითხო, ფილმს ვუყურო, ვიმოგზაურო“,- ამბობდა „სარკესთან“ ინტერვიუში ამირეჯიბი.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ekaterine Amirejibi (@ekaterine.amirejibi)

ერთ-ერთ ინტერვიუში კითხვაზე, თუ როგორი ადამიანი არ იქნებოდა ეკა ამირეჯიბის გვერდით მან ასეთი პასუხი გასცა:

„ჩემს გვერდით არასდროს იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ბევრი ტრაბახი უყვარს, ან უმრავლესობას ზემოდან უყურებს. ჩემს გვერდით არ იქნება ადამიანი, რომელსაც არ აქვს იუმორის გრძნობა, რადგან ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. ჩემს გვერდით არ იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც მე უნდა შევახსენო, რომ იქ ვარ და ჩემით უნდა დაინტერესდეს. არ მომწონს ინერტული ადამიანები, ადვილად რომ ეგუებიან ყველაფერს და არ შეუძლიათ საყვარელი ადამიანისთვის ბრძოლა, ან მარტივი სიურპრიზისა და დღესასწაულის მოწყობა. ჩემს გვერდით ვერ იქნება ასევე ის, ვისაც არ უყვარს ხელოვნება და მუსიკა“.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ekaterine Amirejibi (@ekaterine.amirejibi)

ამასთან ეკა ამირეჯიბი „იმედის“ მეგა შოუს „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ერთ-ერთი ცეცხლოვანი და აქტიური თანაწამყვანი იყო.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ekaterine Amirejibi (@ekaterine.amirejibi)

ტელეწამყვანმა „იმედის“ დატოვების შესახებ შემდეგი სახის განმარტება გაავრცელა:

„მადლობა ტელეკომპანია „იმედს“ მოცემული შესაძლებლობებისთვის - ბევრი იყო ასეთი, ამიტომ მ ა დ ლ ო ბ ა! თუმცა მიმდინარე ყოველდღიური მძიმე მოვლენების ფონზე, რამდენიმეკვირიანი ორმხრივი მცდელობის მიუხედავად, ვთვლი, რომ ჩვენი თანამშრომლობა შევიდა ჩიხში. მოცემულ ეტაპზე ვერ ვხედავ საკუთარ თავს ვერცერთ არხზე, ამიტომ ასე დასრულდა ეს ამბავი აქ და ახლა...

აქვე, მინდა გამოვრიცხო ყველანაირი შესაძლო არასწორი, თუ პრიმიტიული ინტერპრეტაცია.

მიუღებელია!

ნებისმიერი მხრიდან!

ყველა ტიპის რადიკალური, ძალადობრივი, ისტერიული, ერთმანეთის უმოწყალო, უპირობო „გასამართლება-გამათრახებაზე“ აგებული კამპანიები ყველგან, მათ შორის, სოცქსელში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რაც ქუჩებში ხდება ბოლო დღეებია. ჩვენი ემოციურობა, რაოდენ გულწრფელი პატრიოტული მოტივებიც არ უნდა იდგეს ამის უკან, არც ერთ მხარეს არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან ასეთ დროს გვესმოდეს მნიშვნელობა ყოველი სიტყვის, რომელიც კიდევ უფრო ძაბავს და აპირისპირებს ადამიანებს.

და ბოლოს, როცა გადაწყვეტილებას გააზრებულად იღებ, შეფასებებს გარედან აღარ ელი, ამიტომ უბრალოდ გიზიარებთ ამ ინფორმაციას და აქვე უდიდეს მადლობას ვუხდი მაყურებელს, მომიწევს გავიხსენო საერთოდ რა ხდებოდა თქვენამდე და უთქვენოდ“,- დაწერა ამირეჯიბმა.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ekaterine Amirejibi (@ekaterine.amirejibi)

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ნუცა ბუზალაძე დღეს ევროვიზიის ფინალში წარდგება

⭕ 🎥 „ყველაზე დახვეწილი გოგოა“- როგორია ფეხმძიმე ჯანეტ ქერდიყოშვილის განსხვავებული სტილი

⭕ წვიმა, ელჭექი, ძლიერი ქარი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

⭕ „თუ იქნება გამჭვირვალობა, უფრო მეტად დამშვიდდება ჩვენი ქვეყანა და თავს დააღწევს ამ ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეს“- პრემიერი