ცნობილი იტალიელი მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა, რომელიც ახლა უკვე 88 წლისაა, 50-60-იანი წლების ზღვარზე სილამაზის სიმბოლოდ იყო აღიარებული. მაშინ, როცა მისი თანამედროვე ბევრი მშვენიერი და ნიჭიერი მსახიობი დიდი ხანია დავიწყებას მიეცა, ლოლოს მომაჯადოებელი მშვენიერება დღესაც ახსოვს ფართო საზოგადოებას.
მან ხმელთაშუაზღვისპირეთში ქალური სილამაზის სტანდარტი დაამკვიდრა. წელის გარშემოწერილობა - 53 სმ, ფუმფულა თეძოებით, ლამაზი მკერდით, შავი თმითა და შავი თვალების დამატყვევებელი გამოხედვით ის თავის დროზე მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალის სახელს ატარებდა.
საინტერესოა, რომ ის მიირთმევდა ყველაფერს, რასაც მოისურვებდა და თავს რაიმე შეზღუდვას არ უწესებდა. მიუხედავად ამისა, ის დასვენების დღეებში ასეთ დიეტას მიმართავდა:
საუზმე: არაგაზირებული მინერალური წყალი
სადილი: 50 გრ უცხიმო ყველი, 200 გრ მოხარშული ხორცი და ნახევარი ლიტრი ატმის წვენი
ვახშამი: იტალიელი ქალბატონი მხოლოდ წყალში გახსნილ ლიმონის წვენს მიირთმევდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ გვესიზმრება გარდაცვლილი ადამიანები?
⭕როგორ მოვიგოთ ზოდიაქოს ნიშნების გული - ასტროლოგების რჩევები
⭕„გული მეწვის ისე მენანები“ - ნანუკა გულუა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
წყარო: www.beaumonde.ge