Digest Logo

🎥 კაილი ჯენერი Victoria’s Secret-ის მოდის ჩვენებაზე 50-მილიონიანი Fantasy Bra-თი გამოჩნდა

1792390085
კაილი ჯენერი

კაილი ჯენერი Victoria’s Secret-ის 2026 წლის მოდის ჩვენებაზე პირველად გამოვიდა. რეალითი შოუს ვარსკვლავმა და ბიზნესმენმა პოდიუმზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო - მას ბრენდის ლეგენდარული Fantasy Bra ეცვა, რომლის ღირებულებაც 50 მილიონ დოლარს შეადგენს.

ჩვენება 18 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში გაიმართა. კაილიმ ძვირფასი თვლებით გაფორმებული ბიუსტჰალტერი, გამჭვირვალე თეთრი მინი ქვედაბოლო, გამჭვირვალე ქუსლიანი ფეხსაცმელი და თეთრი ფრთები მოირგო.

Fantasy Bra 4 410 ბუნებრივი ბრილიანტითაა გაფორმებული, მის ცენტრში კი 75,54-კარატიანი ყვითელი ბრილიანტია მოთავსებული. სამკაულის შექმნაზე 15 ხელოსანი მუშაობდა და პროცესს 1 000 საათზე მეტი დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ Fantasy Bra Victoria’s Secret-ის პოდიუმზე 2018 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა. კაილის გამოსვლას აუდიტორიიდან მისი დედა, კრის ჯენერი და პარტნიორი, მსახიობი ტიმოთი შალამე, გულშემატკივრობდნენ.

ნახეთ ფოტოები 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ფრთხილად უნდა ვიყოთ ფინანსურ საკითხებში, 21 ოქტომბერი ერთ-ერთი გარდამტეხი თარიღი იქნება...“ - 19-25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕🎥 ქართველი მოდელი მსოფლიო მოდელებს შორის - მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

წყარო: www.vogue.com

✕