მას შემდეგ, რაც ჯორჯინა უზკუტეგუი ილია თოფურიას დაშორდა და მარტოხელა ქალბატონის სტატუსს დაუბრუნდა, მისი სოციალური ქსელები ნამდვილ „ცხელ წერტილად“ იქცა! განქორწინება და მისით გამოწვეული ტკივილი ჯორჯინასთვის მოტივაციად აქცია და ახლა გამომწერებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ამჯერად მან „ინსტაგრამზე“ გამომწერების კითხვებს ვრცელი პოსტებით უპასუხა. ჯორჯინამ ღიად ისაუბრა ოჯახის დანგრევის სირთულეებსა და იმ გაკვეთილებზე, რაც ცხოვრებამ ასწავლა.
ვის ეკუთვნის მისი სამოტივაციო გზავნილები და რა ხდება სინამდვილეში მის პირადში?
„რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც დედის ამპლუაში გადალახე?“,- ეკითხება ერთ-ერთი გამომწერი, რაზედაც ჯორჯინა პასუხობს: „იმის დათმობა, რაც სამართლიანი ჩანდა, რათა მომავალში დამეცვა მისი სიცოცხლე და გული„
შემდეგი შეკითხვა კი ასეთი იყო: „დრო ყველაფერს კურნავს?“
ჯორჯინას პასუხი: „შეცდომებისთვის თვალებში ჩახედვა, მათგან სწავლა და პიროვნული განვითარება - აი, ეს კურნავს ყველაფერს. დრო შეიძლება გადიოდეს, მაგრამ არაფერი შეიცვლება, თუ შენ არ შეიცვლები“.
მორიგი გამომწერის შეკითხვა კი ასეთია: „წარსულს რომ გადახედავ, გააკეთებდი რამეს სხვანაირად?“
ჯორჯინას პასუხი: „აპატიე საკუთარ თავს იმის არცოდნა, რის სწავლებაც მხოლოდ დროს შეეძლო“.
გამომწერის კითხვა: „როგორ უმკლავდები ჭორებს და დაპირისპირებას, რომელიც განქორწინებას მოჰყვა?“
ჯორჯინას პასუხი: „ჩემთვის მთავარი მოსამართლე დროა. როცა მეორე მხარეს ნამდვილ ცირკს მართავენ, მე დუმილს ვირჩევ – ეს ჩემი სიმშვიდეა. სიმართლის მთქმელის სახელს მხოლოდ ის აზიანებს, ვისაც ყველაზე მეტად ეშინია ამ სიმართლის გაჟღერების“.
გამომწერის კითხვა: რას ნიშნავს შენთვის ქორწინება დღეს?“
ჯორჯინას პასუხი: „ქორწინება ის წერტილია, სადაც ორი ადამიანი პასუხისმგებლობას იღებს. ეს არის პირობა, რომ არა მხოლოდ გეყვარება, არამედ დაიცავ პარტნიორს და მუდმივად იმუშავებ საკუთარ თავზე, რათა ეს კავშირი გადაარჩინო“
გამომწერის კითხვა: „შენი აზრით, როგორია „კარგი მამაკაცი“?
ჯორჯინას პასუხი: „მამაკაცის ხარისხი იმით იზომება, თუ რამდენად უფრთხილდება ქალის სიმშვიდეს. კარგი კაცი ის არის, ვინც საყვარელ ქალს ერთ დღესაც კი არ ანერვიულებს და სიმშვიდეს არ მოჰპარავს“
გამომწერის კითხვა: „როგორ არის შენი შვილი უგიტო?“
ჯორჯინას პასუხი: „ის ჩემი შვილი არ არის. ის საოცარი ბავშვია“.




