Digest Logo

„კატასტროფული, საშინელი სიტუაცია აქვს, ტირის გაუჩერებლად“ - თამარ გვერდწითელის პროდიუსერი, მომღერლის ჯანმრთელობაზე

1671523383
თამარ გვერდწითელი

მომღერალ თამარა გვერდწითელის პროდიუსერმა სერგეი პუდოვკინმა mk.ru- ს განუცხადა, რომ მომღერალი დედის გარდაცვალების შემდეგ მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, ამიტომ სცენაზე მის დაბრუნებაზე საუბარი ნაადრევია.

„ის დედასთან განუყოფელი მთლიანობა იყო. ის ძალიან ავად არის, მაგრამ არ ვიცი როგორ დავეხმარო, ტირის გაუჩერებლად. სცენაზე მისი დაბრუნების შესახებ, სამწუხაროდ, ჯერ ვერაფერს ვამბობ. კატასტროფული, საშინელი სიტუაცია აქვს. მას არ შეუძლია უდედოდ ცხოვრება.ხომ არის შემთხვევები, როცა დედა-შვილი ვერ ძლებს უერთმანეთოდ? ეს ის შემთხვევაა. ძალიან ცუდად არის და არ ვიცი, რითი დავეხმარო...“, - ამბობს მომღერლის პროდიუსერი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა გვერდწითელი  საქართველოშია და მისი შვილი მხარს უჭერს.

ცნობისთვის, გვერდწითელის დედა, ინა კოფმანი, საქართველოში 83 წლის ასაკში, გულის დაავადებით გარდაიცვალა. 

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ნიკოლოზ სააკაშვილი 17 წლის გახდა - როგორ მიულოცა შვილს სანდრა რულოვსმა დაბადების დღე?]

🔵„ქორეოგრაფებმაც არ იცოდნენ, რომ შპაგატში ჩავჯდებოდი. დავიჯერე და მართლაც ეფექტური გამოვიდა…“ - მანანა თოდაძე

🔵აი, ვინ არის მთავარი იღბლიანი ამ კვირაში, ახლა გაჩერების უფლება არ გაქვთ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

წყარო: www.gazeta.ru