ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე მილიონერ კაცზეა შეყვარებული და შესაძლოა, მესამედაც გათხოვდეს. თავად კესარია მილიონერ შეყვარებულთან ურთიერთობას ადასტურებს, უფრო მეტიც ამბობს, რომ მასთან ერთად მილანში საშოპინგოდ იყო და საუკეთესო მაღაზიები დააცარიელა.
რაც შეეხება ქორწინებას, ტრანსგენდერი ამბობს, რომ მესამედ ოჯახის შექმნას არ გამორიცხავს.
– გასულ წელს სამწლიანი სერიოზული ურთიერთობა დაამთავრე და ძალიან მალე დაიწყო საუბრები რომანზე მილიონერთან, მილანშიც ყოფილხართ სამოგზაუროდ. მართალია ეს ყველაფერი?
– კი, მართალია. კორონას ჩამოვასწარი საქართველოში. მანამდე მილანში ვიყავი ამ თაყვანისმცემელთან ერთად საშოპინგოდ და განტვირთვისთვის. საბედნიეროდ, კორონას გარეშე დავბრუნდი, სამაგიეროდ, ბევრი ჩემოდნით (იცინის). ქალს რაც უხარია – საუკეთესო კოსმეტიკიდან დაწყებული სამოსით დამთავრებული – მთელი ბრენდული მაღაზიები „გამოვიტანე“და ჩამოვედი (იცინის).
– რა უნდა გააკეთოს ამ თაყვანისმცემელმა, რომ შენს ცხოვრებაში უფრო დიდი ადგილი დაიკავოს?
– იმხელა გამოცდილება მაქვს მიღებული ურთიერთობებში, რომ სერიოზულ ნაბიჯებს ასე უცებ არ ვდგამ. ძალიან დაკვირვებული ვარ ასეთ ურთიერთობებში. დიდი გამოცდების შემდეგ, კაცებთან უკვე ქალიშვილი გოგოსავით ვიქცევი. ამიტომ ჯერჯერობით არ ვფიქრობ, რომ ურთიერთობა უნდა გავასერიოზულო.
– არადა, ხალხმა კესარიას მესამე ქორწინებაზე დაიწყო საუბარი, ამაზე შენც ხუმრობდი სოციალურ ქსელში.
– ღმერთი სამობითაა, ერთსაც მოვსინჯავ კიდევ და ეგ იქნება (იცინის). ხომ იცით, ხარისხიანი გოგოები ბევრჯერ ვთხოვდებით (იცინის). იხუმრეს, ამ ქალაქში ერთი და იგივე გოგოები თხოვდებიანო და მგონი, მეც მათ რიცხვში შევდივარ. მთავარია, რომ დაშორების შემდეგ ყველაფერი მე მრჩება. ყველაფერს სარფიანად ვაკეთებ (იცინის).