მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი უკვე რამდენიმე წელია, ტელეეკრანებიდან გაქრა და სატელევიზიო შოუებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. აღნიშნული გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ მის ყოველ გამოჩენას უამრავი ჭორი მოსდევს. მიუხედავად ამისა, შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარი ცხოვრების დეტალებს გამომწერებსა და გულშემატკივრებს პერიოდულად უზიარებს.
მოდელის პირად ცხოვრებას, არაერთი სკანდალი უკავშირდება და მის გვერდით მყოფ საყვარელ კაცზე სხვადასხვა ჭორი თუ მართალი ვრცელდება ყვითელ მედიაში.
შორენა ბეგაშვილი ბევრს მოგზაურობს, უკვე ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ძალიან ცოტა დროს ატარებს და ნაკლებად ჩანს ღონისძიებაზეც.
ამჯერად იგი სამშობლოშია და სოციალურ ქსელში კადრებს აქვეყნებს, სადაც მასთან ერთად იმყოფება მისი ძაღლი სანიც.


⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕პირველი რიტუალი, რომელიც საახალწლოდ უნდა გააკეთოთ - ტაროლოგის რჩევები!
📸 ჯანეტ ქერდიყოშვილი დაბადების დღის წვეულებიდან მორიგ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს