ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც იმ საფრთხეებზე საუბრობს, რისი მოტანაც ტატუს გაკეთებას შეუძლია.
მისი თქმით, ადამიანი, რომელიც ენერგეტიკულად მნიშვნელოვან სიმბოლიკას იხატავს, მასთან შესაფერისი წესით ცხოვრება უწევს.
გარდა ამისა, ნუმეროლოგი აღნიშნავს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანს და მის ფიქრებს, ვინც ტატუს გახატავთ:
„როდესაც ადამიანი ტატუს იხატავს, თუნდაც იყოს მცირედი, ტატუს აქვს თავისი ეგრეგორი, ენერგეტიკა.
ვინ დაგახატათ ტატუ - იმ ადამიანს რა ენერგიები ჰქონდა იმ მომენტში, როცა გახატავდათ, რამე ცუდზე ხომ არ ფიქრობდა - ამასაც აქვს გავლენა. რა დღეს დაიხატეთ? ხომ არ იყო სავსემთვარეობა, რომელიმე პლანეტა ხომ არ იყო რეტროგრადული, ხომ არ იყო თქვენთვის ცუდი ტრანზიტი - ეს ყველაფერი ამ ტატუში ჩაიბეჭდება.
ასევე გავლენა აქვს თქვენს განწყობას, როცა ტატუს იხატავდით - რა მიზნით იხატავდით. ყველა ტატუს თავისი ენერგეტიკა აქვს, რაც თქვენს ბიოველში აღწევს. რაც მეტი ტატუ გაქვთ, მით მეტი ენერგია მოდის და გაჯდებათ აურაზე, რასაც ვერ მოიცილებთ იქამდე, სანამ კანზე ტატუ გექნებათ.
როდესაც ენერგეტიკულად მნიშვნელოვან სიმბოლიკას იხატავთ - მანტრას, მოგეთხოვებათ, გქონდეთ მისი შესაფერისი ცხოვრება. როდესაც ბუდას გამოსახულება გაქვს მთელ ფეხზე და კლუბებში დადიხარ, რაღაც ცუდი დაგემართება, რადგან ამ ტატუს ეგეთ ადგილებში სიარული არ შეესაბამება - შემდეგ ეგრეგორი იწყებს ბრძოლას.
მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ რა ტატუსაც გაიკეთებთ, იმის შესაბამისად უნდა იცხოვროთ“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: