„ქუჩის ბიჭები“ მომღერალი გურამ ლომიძე რადიო „ფორტუნას" გადაცემა „ვიზიტორში“ სტუმრობისას სხვა თემებთან ერთად პირად ურთიერთობაზეც ისაუბრა.
ის მორიგ სასიყვარულო ურთიერთობაზე ალაპარაკდა. მართალია, მისი რჩეულის ვინაობა არ გაამხილა, თუმცა თქვა, რომ ეს ის ურთიერთობაა, რომლის დასრულებაც არ სურს.
„ყველაფერი მთავრდება და იწყება, თუმცა ჯობია, რომ დასასრული არ ჰქონდეს. მოდი, ჯერ არ ვისაუბრებ ამ თემაზე. გეტყვით, რომ ჩემი სიმღერა მას ძალიან მოეწონა, ძალიან დადებითად შეაფასა.
ერთი სული ჰქონდა, როდის დავაპრემიერებდი, ახლა, უსმენს.
ეს სიმღერა მონატრებულზე მომივიდა მუზად, ეს არის ჩემი პირველი საავტორო სიმღერა. მივუძღვენი ჩემს ახალ ლოვეს“, - წერს გურამ ლომიძე.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🎥 „დოჩისა“ და „გრიშა კაკაჩიას“ ცეკვა - ვიდეო, რომელმაც უამრავი გამოხმაურება გამოიწვია
🎥 დავით კოდუას და ალექსანდრა პაიჭაძის ცეკვა ნანუკა გულუას ქორწილში