Digest Logo

ხელის გაწერაზე რომ მივედით, ბექა ტიროდა, ხალხმა ვერ გაიგო... ვერც ის გაიგეს, რატომ ვმეგობრობდი მის ცოლთან - თიკა ჯამბურია

1643566493
მომღერალი თიკა ჯამბურია

მომღერალმა თიკა ჯამბურიამ გადაცემაში „სთორი“ მის პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

როგორც მომღერალმა თქვა, ყოფილი ქმართან განშორება ძალიან რთული იყო, თუმცა საკუთარი სიძლიერიდან გამომდინარე ეს შეძლო. 

„ჩემი და ბექას სიყვარული, ფილმური ისტორიასავითაა. პირველივე წამიდან მოვიხიბლეთ ერთმანეთით, ორივე ძალიან პატარები ვიყავით და ორივესთვის ეს იყო პირველი სიყვარული.

რაღაცნაირად ორივე მოვიხიბლეთ ერთმანეთით. 14 წლიდან 18 წლამდე, სანამ დავოჯახდებოდით, კარგი მეგობრები ვიყავით.

ოჯახებით ვმეგობრობდით. ბექა დედაჩემის გაზრდილია ფაქტობრივად და მე ხათუნასი.

ვიცოდით, რომ ჩვენი ბოლო იქნებოდა, რომ შევქმნიდით ოჯახს.

ერთი წამით არ მიფიქრია, რომ მე და ბექა, შეიძლება ერთად არ ვყოფილიყავით.

მისი დაკარგვა ჩემთვის ყველაზე რთული იყო, რადგან ცხოვრება ბექას გარეშე არ წარმომედგინა. მან თავისი საქციელით იმედი გამიცრუა, ჩემი აშენებული კოშკები დამინგრია.

საზოგადოების ნაწილმა ვინც ვერ გამიგო, მესმის კარგად. მაშინ ჩემი დამოკიდებულებაც აგრესიული იყო ბექას მიმართ. მე მას ვერ ვპატიობდი და ვადანაშაულებდი.

იმ მომენტში, როდესაც ჩვენ ველოდებოდით ჩვენი სიყვარულის ნაყოფს, მაშინ გააკეთა ეს ყველაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ მომენტში მტკივნეული იქნებოდა.

ბექას გაშვება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ჩემი სიძლიერიდან გამომდინარე ეს შევძელი.

როდესაც ხელის გაწერაზე მივედით, ბექა ტიროდა და ხალხი ამბობდა, მე ვაძალებდი, ბექა ამბობდა, რომ გული წყდებოდა, ხალხმა ვერ გაიგო სწორად, რა ხდებოდა.

მაგრამ ამ მომენტში მე მისი დაბრუნებისთვის აღარ მიბრძოლია. ხშირად მიწევდა ბექას გამო ბრძოლა, თუნდაც შეყვარებულობის დროს, მაგრამ ეს ის იყო, რასაც ვეღარ ვაპატიებდი.

ჩვენი ერთად ყოფნისთვის ხათუნა იბრძოდა.

ბევრს უკვირდა, რომ ვმეგობრობდი მის მეუღლესთან…“, - ამბობს თიკა ჯამბურია.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ამ ბოლო დროს ძალიან გაუტია და დაუკრეფავში გადავიდა... საქართველოში სჯერათ ბ-ნი იაგოს სისულელეების“ - თენგიზ ცერცვაძე იაგო ფრანგიშვილზე

🔵„მე მაქვს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი და „ომიკრონი“ ჩემ­თვის კა­ტას­ტრო­ფაა, ვფიქ­რო, რომ ერ­თა­დერ­თი რა­მაც და­მიც­ვა, ვაქ­ცი­ნაა“ - რას ჰყვება ინგა გრიგოლია

🔵„მასობრივი ვაქცინაცია უდიდესი შეცდომაა… შეიქმნება ისეთი შტამი, რომელსაც ვაქცინა ვეღარ მოერევა“ - გიორგი კანდელაკის საგანგაშო პროგნოზი

🔵VIDEO: სანამ ნახავს და წამაშლევინებს არ შემიძლია არ მოგიყვეთ - ხატია შამუგია ეკატერინე ტიკარაძის ვიდეოს აქვეყნებს