Digest Logo

„ხმაც ნელ-ნელა მომივიდა, მალე მეტყვიან, რადიაციული დასხივება დამჭირდება თუ არა“ - როგორია გიორგი გილიგაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

1663925359
გიორგი გილიგაშვილი

მომღერალი გიორგი გილიგაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ  მალე თურქეთში გაემგზავრება და ოპერაციის შემდეგ პირველ კვლევებს ჩაიტარებს.

„როგორც უნდა მიდიოდეს ჩემი ჯანმრთელობის აღდგენა, ღვთის წყალობით, ისეც მიდის და ჰორმონების დოზა რაც უნდა იყოს, დამირეგულირდა. მალე კი ისევ თურქეთში მივდივარ, რომ პირველი სამედიცინო შემოწმება გავიარო ოპერაციის შემდეგ. მეტყვიან, რადიაციული იოდის მეორე დასხივება დამჭირდება თუ არა.

ვიმედოვნებთ, რომ არ დამჭირდება და მეტასტაზები აღარ იქნება დარჩენილი. მხოლოდ მცირე, 10% არსებობს, რომ რამე იყოს.

მეც თავს იმდენად კარგად ვგრძნობ, იმედია, არ დამჭირდება. ხმაც ნელ-ნელა მომივიდა და შემიძლია, პირველ რიგში, ვისაუბრო და ვიმღერო კიდეც. მოხარული ვარ, რომ ღვთის წყალობით, დაბალ ტონში სიმღერაც შემიძლია…“, - აღნიშნა გიორგი გილიგაშვილმა.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔘„ბავშვები ბუნებრივად აღარ დაიბადებიან... ეს უამრავი მოქალაქის სიცოცხლეს შეიწირავს“ - ვანგას წინასწარმეტყველება 2023 წელზე

🔘„აღარ მინდა სიყვარული, ჩემი თავის პატრონი ვარ! ასეთი დაწყნარებული, ასეთ კარგ ხასიათზე დიდი ხანია, არ ვყოფილვარ“ - ლოლა წერეთელი

🔘„გინეკოლოგმა შემომითვალა, თამუნა არ ჩამოვიდეს, თორემ ვესვრიო“ - რას ჰყვება თამუნა მუსერიძე