Digest Logo

🎥 „ხშირად იყო ჩემზე ძალადობა...“ - თათა გიორგობიანი პირად ტრავმებზე ალაპარაკდა

1750782596
თათაგიორგობიანი

ყველასთვის საყვარელი მომღერალი თათა გიორგობიანი გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც გულწრფელად საუბრობს პირად გამოცდილებაზე - თუ, როგორ ექცევიან ლამაზ ქალებს საზოგადოებაში, რა გამოწვევებს აწყდებიან და რატომ არის სიძლიერე არა სქესის, არამედ ხასიათის საქმე.

მისი თქმით, ხშირად განუცდია გარეგნობის გამო, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, განსაკუთრებით საზოგადოებრივ სივრცეებში.

მომღერალი, რომელიც ფსიქოლოგიის შესწავლით არის დაინტერესებული, გვახსენებს, რომ სილამაზე შეიძლება იყოს როგორც დამცავი ფარი, ისე მძიმე ტვირთი, რომელიც წყვეტს ქალების ბედს და ყოველდღიურობას. 

„რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენი აზრია და მე არ მივესალმები ადამიანების გადაკეთებას, დაე ყველამ ისე იცხოვროს როგორც თავად მიაჩნიათ სწორად. თუმცა თუ ამ თემას ჩავუღმავდებით, რა თქმა უნდა ადამიანის სიძლიერე ეს არის ხასიათის თვისება, რომელიც შეიძლება ჰქონდეს, როგორც ქალს ასევე მამაკაცს და ეს არ არის დამოკიდებული სქესზე. 

რაც შეეხება სილამაზეს, ეს ხშირად არის ხელის შემშლელი, ლამაზ ქალბატონებს ხშირად უწევთ ორმაგი შრომაც კი, რომ საზოგადოებამ სერიოზულად აღიქვან. 

გარეგნობას კი ცალსახად დიდი ძალა აქვს, რადგან ის არის პირველი შთაბეჭდილება, მას ასევე შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი მხარეც, თუნდაც ის რომ ლამაზ ქალბატონს ხშირად უსაზღვრავს ჩარჩოებს. 

ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანია, ვიყო ბედნიერი და რაღაც სარგებელი მოვუტანო საზოგადოებას. 

ჩემ ცხოვრებაში, ჩემი ლამაზი გარეგნობის გამო ხშირად იყო ჩემზე ძალადობა, როგორც ფსიქოლოგიური ასევე ფიზიკური შეხებაც, ძალიან ადრე, თუნდაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სამწუხაროდ ეს ფაქტებია ხშირია, განსაკუთრებით იმ გოგოების მიმართ, რომლებიც გამოიყურებიან ლამაზად.

ჩემ შემთხვევაში, ასევე მამა ზედმეტად ფრთხილი იყო, რომელიც განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენდა, რაც ჩემთვის ტრავმა იყო“, - ამბობს თათა გიორგობიანი.

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ვინ არიან უცნაურად თავგადაპარსული ბავშვები, რომლებმაც სოციალური ქსელი დაიპყრეს - რა მოხდა სინამდვილეში და როგორი გაგრძელება იგეგმება?

⭕ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი