Digest Logo

🎥 ხვიჩა კვარაცხელიას ბიჭის შეძენას ულოცავენ – პირველი კადრები კლინიკიდან

1724306474
ხვიჩა კვარაცხელია

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია და მისი მეუღლე ნიცა თავაძე 21 აგვისტოს მშობლები გახდნენ, რომელსაც დამიანე დაარქვეს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ გამოდის კლინიკიდან ხვიჩა, რომელსაც შვილის შეძენას ულოცავენ.

წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი.

15 ოქტომბერს ხვიჩა იტალიიდან საქართველოში კვიპროსთან მატჩისთვის ჩამოვიდა, 16 ოქტომბერს კი მან და ნიცამ იქორწინეს. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ.

საღამო არ გამოირჩეოდა პომპეზურობით, წყვილმა პატარა ზომის ტორტი გაჭრა, ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა და სტუმრებთან ერთად იმხიარულა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დაიბადა ბებოს გულის გახარება ბიჭი“ – ხვიჩა კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი

⭕საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძეს შვილის შეძენას ულოცავს