Digest Logo

კიმ კარდაშიანი ექთნის ამპლუაში – რეალითი შოუს ვარსკვლავმა Louis Vuitton-ის ერთ-ერთი უიშვიათესი კოლექციის სამოსი მოირგო

1794817400
კიმ კარდაშიანი

მსახიობი კიმ კარდაშიანმა მოდის მოყვარულების ყურადღება უჩვეულო იმიჯით მიიპყრო. რეალითი შოუს ვარსკვლავი ექთნის ფორმაში გამოჩნდა და Louis Vuitton-ის თითქმის 20 წლის წინანდელი, ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი კოლექციის სამოსი მოირგო.

როგორც გამოცემა Vogue წერს, კიმის ჩაცმულობა ფრანგული მოდის სახლის 2008 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდანაა, რომლის კრეატიული ხელმძღვანელიც იმ პერიოდში მარკ ჯეიკობსი იყო.

ლუქი გამჭვირვალე თეთრ სამოსს, ატმისფერ აბრეშუმის კაბას, თეთრ წინდებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს აერთიანებს. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს შავი მაქმანებიანი ნიღაბი Louis Vuitton-ის მონოგრამით და თეთრი ექთნის ქუდი, რომელზეც წითელი ასო K არის დატანილი. კიმმა იმიჯი იმავე კოლექციის ფერადი ჩანთით დაასრულა.

გამორჩეული სამოსი კიმის სტილისტმა, ლოუ როუჩმა, ბოსტონში მცხოვრები კოლექციონერის, ლორენ პაიესის პირადი არქივიდან მოიძია. ქუდი კი სპეციალურად კიმისთვის შეიქმნა ცნობილ ბრიტანელ სტივენ ჯონსთან თანამშრომლობით.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კოლექცია 2007 წლის ოქტომბერში, პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინეს. მაშინ პოდიუმზე ექთნის ფორმაში გამოწყობილი ისეთი ცნობილი მოდელები გამოჩნდნენ, როგორებიც არიან ნაომი კემპბელი, სტეფანი სეიმური და ევა ჰერციგოვა.

მარკ ჯეიკობსის კოლექცია ამერიკელი მხატვრის, რიჩარდ პრინცის, „ექთნების ნახატების“ სერიით იყო შთაგონებული.

კიმ კარდაშიანის ეს იმიჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ინტერესს მოდის ისტორიისა და იშვიათი საარქივო სამოსის მიმართ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ვის ელოდება კონფლიქტები, ვის ფინანსური დანაკარგები და ვისთვის იქნება კვირა წარმატებული? – მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის

⭕ფინანსური შესაძლებლობები, ახალი პერსპექტივები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები - როგორი იქნება 16-22 ნოემბრის კვირა?

⭕„საოცარი, წარმატებისა და იღბლის დღეა!“ - თაკო მელიქიშვილი 16 ნოემბერს ენერგიებზე

წყარო: www.vogue.com

✕