Digest Logo

„კომენტარებში ყოველდღე მწერდნენ, რომ თავი მომეკლა“ - ჰეილი ბიბერი საზოგადოების მხრიდან განცდილ ზეწოლაზე საუბრობს

1795458139
ჰეილი ბიბერი

მოდელი და ბიზნესმენი ჰეილი ბიბერი წლების განმავლობაში განცდილ კიბერბულინგზე საუბრობს. ჯასტინ ბიბერთან ურთიერთობის დაწყების შემდეგ ის საზოგადოების ნაწილის მხრიდან განსაკუთრებული კრიტიკისა და აგრესიის სამიზნე გახდა.

ამის შესახებ ჰეილიმ ნიუ-იორკში, The New York Times-ის DealBook Summit-ზე, ჟურნალისტ ენდრიუ როს სორკინთან საუბრისას განაცხადა.

ბიბერის თქმით, იმ პერიოდში სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად იღებდა სასტიკ კომენტარებს, რომელთა ავტორებიც მას თვითმკვლელობისკენ მოუწოდებდნენ. ამასთან, აგრესია მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში არ შემოიფარგლებოდა – მას ქუჩაშიც აყენებდნენ შეურაცხყოფას.

„კომენტარებში ყოველდღე მწერდნენ, რომ თავი მომეკლა. იყო პერიოდი, როდესაც ქუჩაში მიყვიროდნენ. Starbucks-შიც კი დგამდნენ ყულაბებს წარწერით – მე ამა თუ იმ ადამიანთან შედარებით“, – იხსენებს ჰეილი.

მისი თქმით, საზოგადოების მხრიდან გამოხატული სიძულვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ გარკვეულ მომენტებში თავს ისე გრძნობდა, თითქოს მისი არყოფნა სხვებისთვის უკეთესი იქნებოდა.

ჰეილი აღნიშნავს, რომ მსგავსი გამოცდილება მისთვის სრულიად უცხო და ძალიან მძიმე აღმოჩნდა.

„ასეთი რამ არასდროს გამომიცდია. ადამიანების დამოკიდებულება იმდენად მძაფრი იყო, რომ ვგრძნობდი, თითქოს მათთვის უკეთესი იქნებოდა, აქ საერთოდ არ ვყოფილიყავი“, – ამბობს ის.

ბიბერის განმარტებით, ის არ მიეკუთვნება იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ნეგატიური კომენტარების მარტივად იგნორირება. აღიარებს, რომ კრიტიკა მასზე გავლენას ახდენს, რადგან მგრძნობიარე ადამიანია და სხვის შეფასებებს ყურადღებას აქცევს.

დღეს ის ცდილობს, სოციალურ ქსელებში გატარებული დრო აკონტროლოს, გარკვეულ მომენტებში ტელეფონი გვერდზე გადადოს და რეალურ ცხოვრებაზე კონცენტრირდეს.

ჰეილი ბიბერი მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში განცდილმა ზეწოლამ გარკვეული გამძლეობა შესძინა, თუმცა აღიარებს, რომ მუდმივი კრიტიკის ატანა მარტივი არ არის.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

📸 „პატარა ქეთო გაქრისტიანდა“ - ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ ქალიშვილი მონათლეს

⭕საიდან დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი - „წლის ყველაზე ხმაურიანი და აქტიური სავაჭრო დღე“

⭕ლინა სიჭინავას ახალი ფოტოები და ილია თოფურიას კომენტარი – რა ხდება წყვილის პირად ცხოვრებაში?

წყარო: www.usmagazine.com

✕