ილია თოფურია კვლავ ყურადღების ცენტრშია, თუმცა ამჯერად მიზეზი არც ახალი ბრძოლაა და არც UFC-ის საჩემპიონო ქამარი. ქართველი მებრძოლის პირადი ცხოვრების შესახებ საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება, რომელსაც უკვე უცხოური მედია აქტიურად აშუქებს.
მათი ინფორმაციით ილიას ახალი რჩეული ჰყავს, რომელიც მოცეკვავე და მოდელია. როგორც ირკვევა, საუბარია ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავე ლინა სიჭინავაზე.
ლინამ სოციალურ ქსელში გამომწერებს ახალი კადრები გაუზიარა, სადაც ილია თოფურიამ კომენტარი დაწერა, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
მებრძოლის კომენტარმა კიდევ ერთხელ მიიქცია გამომწერების ყურადღება და წყვილის შესაძლო ურთიერთობის შესახებ საუბარი განაახლა.
„🌹😎“ - წერს ილია თოფურია.

ლინა სიჭინავა ანსამბლ „სუხიშვილების“ ახალი თაობის მოცეკვავეა. ის ასევე საქმიანობს სამოდელო სფეროში და სოციალურ ქსელებში საკმაოდ პოპულარულია.
აღსანიშნავია, რომ ილია თოფურიასა და ლინა სიჭინავას ურთიერთობის შესახებ ოფიციალური განცხადება თავად წყვილს ამ დრომდე არ გაუკეთებია.
ნახეთ ფოტოები 👇






⭕ ასევე დაგაინტერესებთ: