Digest Logo

კურიოზები, რომლებიც ისტორიულ არჩევნებზე მოხდა

1604181158
კურიოზები, რომლებიც ისტორიულ არჩევნებზე მოხდა

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნები უკვე დასრულებულია, თუმცა საბოლოო შედეგები ცესკოს ჯერ არ გაუვრცელებია.

31 ოქტომბრის არჩევნებზე, სოციალურ ქსელში უამრავი სახალისო ფოტოკადრები გავრცელდა, რომელსაც „დაიჯესტი“ ერთიანად გთავაზობთ.

არჩევნებზე მისულ ბუბა კიკაბიძეს საარჩევნო უბანი შეეშალა.

buba-kikabidzes-saarchevno-ubani-sheeshala_o_h.jpeg

„ქართული ოცნების აღმასრულებელ მდინვანს“ ირაკლი კობახიძეს არჩევნებზე პირადობის მოწმობის წაღება დაავიწყდა.

irakli-kobakhidze_o_h.jpeg

ზუგდიდში სოფელ ზედა ეწერში საჯარო სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია იყო გათიშული.

biuletenebis-datvla-santlis-shukze_o_h.jpeg

ბათუმის 86-ე უბანზე ამომრჩეველმა წლების წინ გარდაცვლილი ოჯახის წევრის სახელი და გვარი ნახა საარჩევნო სიაში.

archevnebi_o_h.jpeg

სამგორის ერთ-ერთ უბანში საარჩევნო კაბინა ნაწილებად დაიშალა

samgoris-ert-ert-ubanshi-saarchevno-kabina-natsilebad-daishala_o_h.jpeg

გორში ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან სუფრა გაშალეს

archevnebi_o_h.jpeg

რამდენიმე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებმა ხმა კოლექტიურად მისცეს.

archevnebi_o_h.jpeg

„ქართული ოცნების“ წევრი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ფოტომონტაჟს აზიარებს, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილია გამოსახული.

ფოტოს, რომელსაც თეა წულუკიანი აზიარებს, აქვს წარწერა - „აი, იმენა მიჯირყვნა“.

tea-tsulukiani-photomontazhs-aziarebs_o_h.jpeg

ნიკა გვარამიამ ზურა ჯაფარიძეს „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში აკოცა.

ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ აქ

japharidze-gvaramia_o_h.jpeg

დღეს ასევე ზუგდიდში გადაღებულმა ვიდეომ, სადაც „ტვ პირველის“ ჟურნალისტი უბანზე მყოფ პირთან ინტერვიუს აღებას ცდილობს სოციალური ქსელი მოიცვა.

„დამანებე, კაცო იქით თავი“- ამბობს ამომრჩეველი.

მცხეთის საარჩევნო უბანში ძაღლი მივიდა

archevnebi_o_h.jpeg