Digest Logo

„კვარა, მიყვარხარ, მალე ისევ ერთად ვითამაშებთ“ - გიორგი მიქაუტაძემ ფრანგული არხიდან ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

1793686005
 გიორგი მიქაუტაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვილიარეალის“ თავდამსხმელს გიორგი მიქაუტაძეს ფრანგულ CANAL + Sport-თან ინტერვიუ ჰქონდა, სადაც ვიდეოს ბოლოს ჰკითხეს, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ჰქონდა თუ არა რამე სათქმელი:

„კვარა, ჩემო ძმაო, იმედი მაქვს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. შეინარჩუნე საკუთარი თავის რწმენა და იცოდე, მთელი საქართველო შენ გვერდით ვდგავართ. მე ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან შენ ძლიერი და კარგი ადამიანი ხარ. მალე ისევ ერთად ვითამაშებთ. კვარა, მიყვარხარ” - მიმართა გიორგი მიქაუტაძემ ფრანგული არხიდან ხვიჩა კვარაცხელიას, წერს Geo Team სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 20 ოქტომბერს ფრანგული კლუბის „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონასთან“ გამართულ მატჩში ჯვარედინი იოგების გაწყვეტის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც იგი მიმდინარე საფეხბურთო სეზონს გამოტოვებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გაურკვევლობით სავსე დღეა, არ ღირს გარისკვა“ - 3 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნისთვის - „ასეთი შესაძლებლობა წელიწადში ერთხელ გაქვთ და ეცადეთ, ამ დღისთვის განსაკუთრებით მოემზადოთ“

✕