პროდიუსერ ნოე სულაბერიძისა და მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის ოჯახური ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მშობლებზე ნაკლებად პოპულარული არც მათი ქალიშვილები არიან.
ამჯერად ჯანეტ ქერდიყოშვილი სოციალურ ქსელში შვილებთან ერთად გადაღებულ უთბილეს ფოტოს გვიზიარებს.
„კვირის დღის მადლი შეგეწიოთ“, - წერს ჯანეტი.
ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წყვილია. ჯანეტი ცნობილი მოდელი და „მის საქართველო 2011“-ის ტიტულის მფლობელია, ხოლო ნოე წარმატებული ტელეპროდიუსერი და გადაცემა „პრაიმშოუს“ წამყვანი.
წყვილი 2019 წელს დაქორწინდა და მათ სამი შვილი ჰყავთ.
აღსანიშნავია, რომ ნოე სულაბერიძეს წინა ქორწინებებიდან კიდევ ორი უფროსი შვილი (ბიჭი და გოგო) ჰყავს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 მარიამ შენგელიას შესრულებული ცეკვა „ქართული“ - კადრები მომღერლის ქორწილიდან
⭕27 სექტემბრის გზავნილი - „ყველაფერი საბოლოოდ ნათელი გახდება“
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით