ცნობილი მოდელი და ბლოგერი ჯორჯინა უზკატეგუი გამომწერებთან მორიგი გულახდილი დიალოგის დროს ტაბუდადებულ თემებზე ალაპარაკდა და საზოგადოებას საკუთარი ცხოვრების ყველაზე დრამატული დეტალები გაუზიარა. როგორც აღმოჩნდა, ცხოვრება განქორწინების შემდეგ მისთვის დასასრული კი არა, სრულიად ახალი და ბევრად უფრო საინტერესო თავის დასაწყისი გახდა.
ამ კითხვა-პასუხში ჯორჯინამ პირველად ისაუბრა იმ უდიდეს მენტალურ წნეხსა და საფრთხეზე, რომლის გადატანაც მას და მის ოჯახს მოუწია. კითხვაზე, მოიპოვა თუ არა სულიერი სიმშვიდე და რა იყო ამ გზაზე ყველაზე რთული, მოდელმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა:
„გარკვეული ჯგუფი რეალობის დამახინჯებას - ისინი ჩემი ძმის ფოტოსურათსაც კი იყენებდნენ, რათა ჩემგან ისეთი პიროვნება გამოეყვანათ, რომელიც სინამდვილეში არ ვარ. ამ ყველაფერმა ჩემ მიმართ უდიდესი აგრესია, დევნა და სიძულვილი გამოიწვია; საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მე და ჩემს ქალიშვილს სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებოდნენ“, - აღიარა უზკატეგუიმ.
მიუხედავად განვლილი ჯოჯოხეთისა და იმისა, რომ მისი ძველი რეალობა სრულად დაიშალა, ბლოგერი მომავალს ოპტიმისტურად უყურებს. მეტიც, იგი კვლავ ფიქრობს ოჯახის შექმნაზე და სამომავლო გეგმებსაც ღიად აჟღერებს.
კითხვაზე, აპირებს თუ არა კიდევ დაქორწინებას, ჯორჯინა ასე პასუხობს:
„რა თქმა უნდა! და 3 შვილსაც გავაჩენდი. ოცნებები არ მსხვრევა, ისინი მხოლოდ ახალ ფორმას იძენენ“.

ცნობისთვის, UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია და მისი ყოფილი მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუი ოფიციალურად განქორწინდნენ. წყვილის ურთიერთობის დასრულების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ესპანურ მედიაში გავრცელდა, მოგვიანებით კი სასამართლო დავისა და შეთანხმების დეტალებიც გახდა ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, თოფურიამ განქორწინება 2025 წლის ბოლოს მოითხოვა, რის შემდეგაც მხარეებს შორის სამართლებრივი დავა დაიწყო. თავად ილია აცხადებდა, რომ პირადი და ოჯახური პრობლემების გამო გარკვეული პერიოდი სპორტული კარიერაც შეაჩერა. მოგვიანებით ესპანურმა გამოცემა Marca-მ დაწერა, რომ ყოფილმა მეუღლეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და სასამართლო დავა დასრულდა.
წყვილს საერთო შვილი - ქალიშვილი დედის მოსახელე, ჯორჯინა ჰყავს. ბოლო თვეებში მათი ურთიერთობა აქტიურად განიხილებოდა როგორც ქართულ, ისე ესპანურ მედიაში, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში ერთმანეთისგან დისტანცირების შემდეგ.


