მოცეკვავეები ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი კვარიათში ერთად ისვენებენ.
კადრებს სოციალურ ქსელში ჯულიანა აქვეყნებს.
ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის სატელევიზიო წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ისინი უკვე არაერთი წელია, რაც პროფესიონალი მოცეკვავეების ამპლუაში მონაწილეობას იღებენ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ და საკუთარი ცეკვის სტუდია oTo&Juliana Project-ი აქვთ.
მათი ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განხილვის საგანი.
ამბობდნენ იმასაც, რომ მათ ფარული რომანი აქვთ, მაგრამ არც ოთო და არც ჯულიანა პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა ამ დრომდე არ საუბრობენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა გაუმხილა სოფიკო ჭიაურელმა სიკვდილის წინ ასმათ ტყაბლაძეს - „გიკვდებიო, ცრემლები შევიკავე“