Digest Logo

რატომ რეაგირებენ ბავშვები აკრძალვებზე სხვადასხვაგვარად - ასტროლოგიური განმარტება და რჩევები მშობლებს ნინო ალბორიშვილისგან

1795442899
ნინო ალბორიშვილი

ასტროლოგი ნინო ალბორიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და  განმარტავს, თუ რატომ იღებს ერთი ბავშვი სიტყვას „არ შეიძლება“ მშვიდად, ხოლო მეორე - პროტესტით ან ჩაკეტილობით, და აღნიშნავს, რომ რეაქციების ეს სხვაობა ბავშვის ნატალურ რუკაში - მთვარის, მარსის, სატურნისა და ურანის მდებარეობასა და ასპექტებში - იკითხება.

პოსტში მოყვანილია კონკრეტული მაგალითები და პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ შეუძლიათ მშობლებს ინდივიდუალური მიდგომის შერჩევა ბავშვის ხასიათისა და საჭიროებების გათვალისწინებით:

„რატომ იღებს ერთი ბავშვი აკრძალვებს მშვიდად, მეორე კი ბუნტს აწყობს?

🙂 სიტყვები, არ შეიძლება! - ერთი ბავშვისთვის სრულიად გასაგები განმარტებაა. ის მხრებს აიჩეჩავს და სხვა თამაშზე გადაერთვება. ხოლო მეორე ბავშვისთვის ეს სიტყვები, თითქოს ომის გამოცხადებაა.

🙂 ცრემლებით, წყენით, თუ ყვირილით გამოხატულია, განცდა აქვთ, რომ მათი არ ესმით.

📌 რატომ რეაგირებენ ბავშვები ერთსა და იმავე აკრძალვებზე ასე განსხვავებულად? ბავშვის რეაქციის თავისებურების დანახვა მათ ნატალურ რუკაში შესაძლებელია. რას ვაკვირდებით?

📌 მთვარე - გვიჩვენებს ბავშვის ემოციურ რეაქციებს, უსაფრთხოების განცდის საჭიროებას და შეზღუდვების გადატანის, მისთვის დამახასიათებელ გზას. მაგ: მთვარე კუროში, სტაბილურობის მოთხოვნილებაზე მიუთითებს. ასეთ ბავშვს ერთი საქმიანობიდან მეორეზე მკვეთრად გადართვა უჭირს. და თუ თამაშს მოულოდნელად აუკრძალავთ, შესაძლოა დიდხანს შეეწინააღმდეგოს. უმჯობესია, წინასწარ გააფრთხილოთ და დაწყებული საქმის დასრულებისთვის დრო მისცეთ.

📌 მარსი -დაკავშირებულია აქტიურობასთან, შემართებასთან და უკმაყოფილების გამოხატვის ფორმასთან. მაგ: მარსმა ვერძში შეიძლება, სწრაფი და მძაფრი რეაქცია განაპირობოს. ბავშვი მყისიერად ფეთქდება, კამათობს, აპროტესტებს, თუმცა მალევე მშვიდდება.

🙂 ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, აკრძალვა შეჯიბრებად არ გადააქციოთ ფრაზებით - "ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს".

📌 სატურნი - საზღვრების, წესების და შეზღუდვების აღმნიშვნელია. მის მდებარეობას და ასპექტებს შეუძლია მიგვანიშნოს, როგორ აღიქვამს ბავშვი უფროსების მოთხოვნებს. მაგ: მთვარის და სატურნის არაჰარმონიული ასპექტი მიუთითებს, სიმკაცრის მიმართ მომატებულ მგრძნობელობაზე, გაკიცხვის შიშზე ან ემოციების შეკავების ჩვევაზე. ასეთი ბავშვი ყოველთვის ხმამაღლა არ გამოხატავს პროტესტს. ზოგჯერ უბრალოდ ჩაიკეტება საკუთარ თავში და განცდების გაზიარებას შეწყვეტს.

📌 ურანი - თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოთხოვნილებაა. ურანის ძლიერი გავლენის შემთხვევაში ბავშვმა, შეიძლება განსაკუთრებით მძაფრად აღიქვას ის აკრძალვები, რომლებიც უსამართლოდ ეჩვენება. მისთვის მნიშვნელოვანია გაიგოს, რატომ არ შეიძლება რაღაცის გაკეთება და არა მხოლოდ მოისმინოს, მშობლის პასუხი: „იმიტომ, რომ მე ასე ვთქვი“.

🙂 📌 როგორ გამოიყენონ ბავშვის რუკის ცოდნა მშობლებმა? სცადეთ, აკრძალვებს ბავშვის თვალით შეხედოთ: ერთს აკრძალვისას განმარტება სჭირდება. მეორეს - დრო, რათა სხვა საქმიანობაზე გადაერთოს. მესამეს - შესაძლებლობა, თავად აირჩიოს რამდენიმე ვარიანტიდან. ზოგისთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის მოსმენა, რომ მისი გრძნობები მშობლისთვის გასაგებია, მაშინაც კი, თუ აკრძალვა ძალაში რჩება.

📌 მათი რუკის შესწავლა გვეხმარება დავინახოთ, ბავშვებისთვის ერთი შეხედვით ერთნაირი ფრაზის - „არ მინდას!“ უკან, შესაძლოა სრულიად განსხვავებული მიზეზები იდგეს. შესაძლოა, ბავშვი მშობლის გაღიზიანებას კი არ ცდილობს. უბრალოდ, მათთან ურთიერთობის განსხვავებული(მისთვის გასაგები) მიდგომაა საჭირო“, - წერს ნინო ალბორიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭი კლინიკიდან გაწერეს

⭕„წმინდა გიორგის მადლი და ძალა ფარავდეს თქვენს ოჯახებს...“ - დუეტი „ლეონი“

⭕ სავსე მთვარე ტყუპები-მშვილდოსნის ღერძზე - მოულოდნელი ცვლილებები, რეგულუსის გავლენა და ასტროლოგის რეკომენდაციები

✕