მსახიობი მაკა ძაგანია „იუთუბის“ არხზე გადაცემა „კოტcas“-ის სტუმარი იყო, სადაც სოფელში ცხოვრების შემდეგ ყოველდღიური რეჟიმის ცვლილებაზე, კვების ჩვევებსა და ოჯახურ კულინარიაზე ისაუბრა.
როგორც მსახიობი აღნიშნავს, სამზარეულოს საქმეებში საკმაოდ აქტიურია და კერძების მომზადება კარგად გამოსდის:
„ხანდახან დღე ისე გადის, ვხვდები, რომ ვერც კი დავჯექი, საჭმელიც ფეხზე დამდგარმა ვჭამე და ისე გავიქეცი.
ახლა ცოტა გამექცა წონა, არ ვიცი ასაკის ბრალია თუ ლუდის. ლუდი ძალიან მიყვარს; ისე მიყვარს, რომ შემიძლია საჭმელი არც ვჭამო. ღვინო მაფორიაქებს და ენერგიას მმატებს, ლუდი კი პირიქით ადუნებს, რაც ძილის წინ ჩემთვის იდეალურია.
სამზარეულოს საქმეებშიც აქტიური ვარ - ოფიციალურად მე ვარ შეფი სახლში და ბევრი რამ გამომდის კარგად. ერთადერთი, რაც არ მეხება, ქაბაბისა და მწვადის მომზადებაა, რასაც ჩემი მეუღლე აკეთებს. დანარჩენ ყველაფერს მე ვაკეთებ“, - ამბობს მაკა ძაგანია.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ წონის დასაკლებად სასარგებლო 10 პროდუქტი - რა უნდა შეიტანოთ ყოველდღიურ რაციონში?