25 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი და მისი მეუღლე, სალომე ლაშხი, მშობლები გახდნენ.
წყვილს ბიჭი ეყოლა, რომელსაც ტეო დაარქვეს.
მათთვის ეს პირველი შვილია.
ლუკა ლოჩოშვილმა და სალომე ლაშხმა ორსულობის შესახებ საზოგადოებას რამდენიმე თვის წინ აცნობეს და სოციალურ ქსელში არაერთი კადრი გააზიარეს.
La Gazzetta Georgia ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს თუ როგორ მიულოცა „საქართველოს ნაკრებმა“ ლუკას ეს სასიხარულო ამბავი.


