Digest Logo

„მადლიერი ვარ...“ - ნუცა ბუზალაძეს წლის მუსიკალური ინფლუენსერის პრიზი გადასცეს, რა კადრებს გვიზიარებს მომღერალი კანიდან?

1748162251
ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც „ევროვიზიაზე“ 2024 წელს საქართველოს სახელით წარდგა და ამერიკული შოუ American Idol-ის მონაწილეც იყო, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა.

ნუცა ბუზალაძემ ცოტა ხნის საავტორო ალბომი გამოუშვა, რომელიც რამდენიმე სიმღერისგან შედგება.

მომღერლის ცხოვრებაში სიახლეებია, ის საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, სადაც კიდევ ერთი ალბომის ჩაწერაზე მუშაობს.

ამჯერად ნუცა ბუზალაძეს WIBA Awards-ის დაჯილდოების ფარგლებში წლის მუსიკალური ინფლუენსერის პრიზი გადასცეს.

ამის შესახებ ნუცა სოციალურ ქსელში წერს და კადრებს გვიზიარებს. ღონისძიება საფრანგეთში, კანში შედგა.