
24 თებერვალს „იმედის“ მაყურებელმა გამორჩეული მეგაშოუს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალი იხილა.
მეცამეტე სეზონის ფინალისტები იყვნენ მომღერალი ანი კეკუა და ოთო წიკლაური, მომღერალი მარიამ შენგელია და სანდრო საბაძე, მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი და რატი გაჩეჩილაძე.
გადაცემა ულამაზესი ცეკვებითა და დეკორაციებით, წლევანდელ კონკურსანტებთან ერთად, შოუს ყოფილმა მონაწილეებმაც გააფორმეს.
გამოვლინდა გამარჯვებულიც - „ცეკვავენ ვარსკვლავები“ 2025 -ის გამარჯვებული მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი გახდა. მას საჩუქრად ბინა გადასცეს.
პროექტის ერთ-ერთი ფინალისტი მარიამ შენგელია, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და პროექტს მადლობას უხდის.
„მადლობა „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ ამ დაუვიწყარი მოგონებებისთვის“, - წერს მარიამ შენგელია.
View this post on Instagram
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ინსულინი მჭირდება დღეში 4-ჯერ...“ - როლანდ ოქროპირიძე ჯანმრთელობასა და განქორწინებაზე