Digest Logo

🎥 მაია ასათიანი კოლეგებთან ურთიერთობაზე: „ყველასთან ძალიან კარგი, მაგრამ ფასადური ურთიერთობა მაქვს... ამ სფეროში გულწრფელი მეგობრობა არ არსებობს“

1791363750
- მაია ასათიანი

„მეხუთე ელემენტის“ სტუმარია ტელეწამყვანი და M110-ის დამფუძნებელი მაია ასათიანი, რომელმაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. 

მან პოდკასტში კოლეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, ჟურნალისტიკის სფეროში გულწრფელი მეგობრობა არ არსებობს.

„ხუთი წელია ტელევიზორი არ ჩამირთავს, ახალ ამბებს ვკითხულობ და პატარ-პატარა ანონსებს თვალს ვადევნებ. 

სამი წელი დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ „მაია, ტელევიზია, შენ აღარ დაგიძახებს. არ დაგიძახებს, მორჩა“. ჩემს სფეროში გულწრფელი მეგობრობა არ არსებობს, მე ასე მგონია და ასე მაქვს გამოცდილი. მშვიდობისმოყვარე ადამიანი ვარ, ყველასთან მაქვს ძალიან კარგი, მაგრამ ფასადური ურთიერთობა. 

ნამდვილი მეგობარი სწორედ ისაა, ვინც წარმატებაში გიდგას გვერდით. წარმატებულ ქალს პირად ცხოვრებაში, არც თუ ისე უმართლებს“,  - ამბობს მაია ასათიანი.

ნახეთ, ვიდეო: 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სხვა გზა არ მქონდა, ვერ გადავრჩებოდი“ – მაია ასათიანი ტელევიზიაზე და ახალ საქმიანობაზე

⭕„საუკეთესო ოთხეული“ - რა კადრებს გვიზიარებს ანრი ჯოხაძე

✕