მომღერალი ლიზა დარასელია გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იყო. მან გადაცემაში ბევრ პირად და საინტერესო თემაზე ისაუბრა, თუმცა განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა მისი მონაყოლი მამაზე, რომელიც უკვე წლებია ემიგრაციაში იმყოფება.
მომღერალმა გულახდილად ისაუბრა იმ ტკივილსა და მონატრებაზე, რასაც მშობელთან განშორება იწვევს და აღნიშნა, რომ დროთა განმავლობაში მათ ურთიერთობაში გარკვეული დისტანცია გაჩნდა:
„მამა, როცა მენატრება ხშირად ვტირი. ბოლოს 5 წლის წინ ვნახე, თუმცა ხშირად ვეკონტაქტებით ერთმანეთს.
ყოველთვის მინდა ჩემ გვერდით იყოს, მყავს ყველანაირად როგორც ეს შეუძლია, თუმცა ის მამაშვილური ურთიერთობა და ახლო კონტაქტი, რაც გვქონდა იმ წლებში, რატომღაც ცოტა დაიკარგა“, - ამბობს ლიზა დარასელია.
ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕ცოლქმრულ ურთიერთობებში მეუღლეთა დაბადების წელი ყველაზე მნიშვნელოვანია – ნახეთ ბედნიერების ფორმულა