მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი მიიჩნევს, რომ შვილების აღზრდაში დედა და მამა თანაბრად უნდა იყვნენ ჩართულები. ამის შესახებ მან პოდკასტ „პრეგკასტში“ ისაუბრა.
რუსკას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ მეუღლეს, სანდრო ნიჟარაძეს დაშორდა, ისინი ორ შვილს თანაბრად ზრდიან და ორივე მშობელი შვილებთან თანაბარ დროს ატარებს.
„ჩემ თავს არ ვთვლი მარტოხელა დედად. ჩემს ირგვლივ უამრავი ადამიანია, ასევე, ჩემს შვილებს ჰყავთ გადასარევი მამა, რომელიც ისევეა ჩართული, როგორც მე. საერთოდ, ეს ტერმინი რომ გეხმარება, გაუგებარი რაღაც მგონია. მამაც ისევე უნდა იყოს ჩართული შვილების აღზრდაში, როგორც დედა“, - ამბობს მსახიობი.
რუსკა მაყაშვილის აზრით, საზოგადოებაში ხშირად არათანაბარი დამოკიდებულებაა დედისა და მამის მიმართ. დედის მიერ შვილებზე ზრუნვა მოვალეობად მიიჩნევა, ხოლო ჩართული მამა განსაკუთრებულ შექებას იმსახურებს.
„დედა თუ დედაა, როდესაც ბავშვს აჭმევს, სარეცხს რეცხავს და უვლის, მამაკაცი თუ ჩართულია შვილის აღზრდაში, კარგი მამა რატომ ხდება ხოლმე, ვერ ვიგებ? ეს ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელია. რასაც აკეთებს დედა, იმავეს უნდა აკეთებდეს მამაც, გარდა იმისა, რომ ძუძუს ვერ აჭმევს“, - აღნიშნავს მაყაშვილი.
ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შევურიგდი კი არა, ვთხოვე, მეუღლეს დაბრუნებოდა“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე ყოფილ ურთიერთობაზე
⭕26 ოქტომბერი ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა - უცნობი ისტორია მსახიობზე, რომელიც აქამდე არ გსმენიათ