„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახავს“- ამის შესახებ მსახიობმა, მიშა ანდღულაძემ გადაცემა „ყვითელ ყუთში“ ისაუბრა.
როგორც მსახიობმა განაცხადა, ოჯახში ხშირად გამხდარა ძალადობის შემსწრე. მამამისი - მეუღლეზე, უფროსი ძმა კი უმცროსზე, ხშირად ძალადობდა.
„მე 35 წელი დამჭირდა, რომ მამაჩემი პოლიციაში გამეშვა, ანუ გადამეწყვიტა, რომ ეს ადამიანი ძალადობას არ შეწყვეტს.
დედაჩემი გაფრთხილებული მყავდა, თუ კი მცირე ძალადობის ფაქტი იქნებოდა, აუცილებლად ეთქვა და როდესაც, მამამ დედას ხელი მოუქნია, უკვე ვეღარ მოვითმინე და დავრეკე პოლიციაში,“- ამბობს ანდღულაძე.
„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდოდა“ - რატომ ფიქრობდა სუიციდზე ანდღულაძე
„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ ეს ადამიანი იყო ქილერი“ - მიშა ანდღულაძე