Digest Logo

მარიამ ხაჭვანის ფილმი „მემკვიდრეობითი სიჩუმე“ 2027 წლის „ოსკარის“ რბოლაში ჩაერთო - ქართველი რეჟისორის მორიგი წარმატება

1789978256
მარიამ ხაჭვანიმარიამ ხაჭვანი

ქართველი რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „მემკვიდრეობითი სიჩუმე“ {Inherited Silence} ოფიციალურად ჩაერთო 2027 წლის „ოსკარის“ რბოლაში - Live Action Short Film-ის კატეგორიაში.

ფილმმა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე კვალიფიკაცია Tampere Film Festival-ზე მოპოვებული მთავარი პრიზის Grand Prix წყალობით მიიღო. სურათი უკვე განთავსებულია Academy Screening Room-ზე, სადაც კინოაკადემიის წევრებს მისი ნახვისა და შეფასების შესაძლებლობა აქვთ.

„ეს ჩემთვის და მთელი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან მსოფლიო მასშტაბით მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმის კატეგორიისთვის საბრძოლველად მხოლოდ 100-დან 200-მდე ფილმი ერთვება“, - წერს მარიამ ხაჭვანი სოციალურ ქსელში.

რეჟისორი მადლობას უხდის გადამღებ ჯგუფს, მსახიობებს, ჯვარის {წალენჯიხის მუნიციპალიტეტის} მოსახლეობასა და ყველა იმ ადამიანს, ვინც პროექტის განხორციელებასა და მხარდაჭერაში იღებდა მონაწილეობას.

„ოსკარის“  Shortlist-ი, სადაც საუკეთესო 15 ფილმი შეირჩევა, ოფიციალურად 2026 წლის 15 დეკემბერს გამოცხადდება.