მომღერალ მარიამ შენგელიას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა - საკუთარ დაბადების დღეზე მას ხელი სთხოვეს. ემოციური მომენტის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში მომღერლის მეგობრები და ახლობლები ავრცელებენ.
როგორც ვიდეოებიდან ჩანს, ხელის თხოვნა სიურპრიზი იყო, რამაც მარიამი ძალიან ააღელვა. საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი გახდა მომღერლის რჩეულის ვინაობაც - ის მორაგბე გიორგი მჭედლიშვილია.
წყვილი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვასა და კეთილ სურვილებს იღებს.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
🎥 „დილა 6 საათზე იწყება“ - როგორია სალომე ჭაჭუას ერთი დღე, რა კადრებს გვიზიარებს მოცეკვავე?