Digest Logo

„მარტო მეშინოდა და კირა დამიჯდა“ - გიორგი გაბუნია შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

1723883960
გიორგი გაბუნია

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში შვილთან, კირასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

„მარტო მეშინოდა და კირა დამიჯდა“, - წერს გიორგი გაბუნია.

ცნობისთვის, გიორგი გაბუნიას მეუღლე  ნინი ფუტკარაძეა. წყვილმა 2022 წელს იქორწინა და 1 შვილი ჰყავთ.

„ჩვენ ოჯახებით ვართ დაკავშირებული, ჩვენი მშობლები იყვნენ კლასელები. მაგრამ ბავშვობის შემდეგ შეხება დიდად არ გვქონია, უნივერსიტეტიდან იწყება ყველაფერი. ერთხელ, უნივერსიტეტიდან რომ გამოვედი, გადავაწყდი ნინის, ავტობუსის გაჩერებასთან იდგა. ეს იყო 3 წლის წინ. მახსოვს ნინი პატარა, მაგრამ მანამდე არანაირი გრძნობა არ გვქონია. ერთმანეთს ისედაც ვიცნობდით, გვქონდა მიმოსვლა და ასე თუ ისე მშობლებისგანაც მსმენია მასზე. ამიტომ რაღაც ნიღბები არ გვქონია ურთიერთობაში. როცა დავიწყეთ ურთიერთობა, ნელ-ნელა ჩემი ბნელი მხარეები გამოვაჩინე, ნინიმაც, მაგრამ უმეტესად დროის ამბავი იყო. სულ ტელევიზიაში ვარ და ცოტა ვბრაზდებოდი, რომ არ ესმოდა, როცა ვმუშაობდი. ახლა სახლში ერთად ვცხოვრობთ და მინდა-არ მინდა, სახლში მაინც ვბრუნდები. ამიტომ ასეთი პრობლემები აღარ გვაქვს. „როცა ჯვარს იწერ, ცოტა რთულია, თუმცა ჩვენ არ გვქონია ძალიან აშკარა შეგრძნება, რომ რაიმე შეიცვალა. მეგონა, რომ უფრო რთული იქნებოდა.

ჩემს ქალიშვილთან გატარებული ყოველი წუთი ყველაზე დიდი ბედნიერებაა ჩემთვის. საოცარი რამ ყოფილა შვილი, თანაც, ქალიშვილი! წამოიზარდა, ცდილობს, მელაპარაკოს, უცნაურ ხმებს გამოსცემს, სულ მეთამაშება და ეს ყველაფერი საოცრად დიდი დამმუხტველია ჩემთვის. ერთი სული მაქვს, გათენდეს, კირამ გაიღვიძოს, რომ სახლიდან გამოსვლამდე მივიღო ის საოცარი ენერგია, რასაც შვილი მაძლევს. დილა ჩვენია, ჩემი და კირასი. საღამოს თუ ისე მოხდა, რომ ადრე მივედი, ჩავერთვები ხოლმე მისთვის გამართულ მხიარულ წარმოდგენებში, სადაც ბევრი სიმღერა, ცეკვა და თამაშია. მოკლედ, ნამდვილი „ღამის შოუ“ გვაქვს სახლში, ამჯერად, კირა გაბუნიასთან ერთად…“, - ამბობდა გიორგი გაბუნია ერთ-ერთ ინტერვიუში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ წვიმა, ელჭექი – როდის გამოიდარებს საქართველოში, უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

⭕რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს შაბათ-კვირას - ვალუტის კურსი

⭕„პირველად ვნახე ადამიანს სახლის მილოცვაზე უწერდნენ ჯოჯოხეთში მოხვდებიო... მე ჩემი ჯოჯოხეთი გამოვიარე და მე ნუ მაბრალებთ თქვენ დამპალ ცხოვრებას“– რას წერს შორენა ბეგაშვილი