Digest Logo

მატილდა გვარლიანი საბერძნეთის კუნძულზე ისვენებს - მოდელის ცეცხლოვანი ფოტოები სოცქსელს იპყრობს

1781169138
მატილდა გვარლიანი

ქართველი ტოპ-მოდელი, მატილდა გვარლიანი, სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აზიარებს. მოდელი დატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ ამჯერად საბერძნეთში იმყოფება, სადაც ზაფხულის ცხელ დღეებს ერთ-ერთ თვალწარმტაც კუნძულზე ატარებს.

მან გამომწერებს მოგზაურობის ამსახველი კადრები გაუზიარა, სადაც ბუნებრივი იმიჯითა და დახვეწილი საზაფხულო სტილით პოზირებს. 

შეგახსენებთ, რომ მატილდა გვარლიანი ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქართველი მოდელია, რომელიც რეგულარულად მონაწილეობს მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლების ჩვენებებში და ხშირად გვევლინება გავლენიანი პრიალა ჟურნალების გარეკანებზე.