Digest Logo

🎥 „მელანო ჩემთვის მხოლოდ როლი არ ყოფილა, მასთან ერთად მეც გავიზარდე“ - რას იხსენებს რუსკა ქარქაშაძე

1793021698
რუსკა ქარქაშაძე

მსახიობმა და ტელეწამყვანმა რუსკა ქარქაშაძემ „იუთუბიზე“ საავტორო გადაცემა დაიწყო, სადაც მან პირველ ეპიზოდში მის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ როლზე ისაუბრა:

„ეს იყო ის საწყისი, საიდანაც პირველი ნაბიჯები გადავადგი, რაღაცები თითქოს ძალიან ცხადად მახსოვს. 

ეს ჩემთვის საოცარი ემოციებია, მელანო არ ყოფილა ჩემთვის მხოლოდ როლი, მასთან ერთად თითქოს მეც გავიზარდე და მაშინ საერთოდ ვერ ვაცნობიერებდი და ვერ ვხვდებოდი, რამხელა რაღაც ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში.

12 წლის ვიყავი, როდესაც ამ გზაზე მოვდიოდი, მაშინ ალბათ საერთოდ ვერ ვაცნობიერებდი, რომ ის რაც ჩემთვის უბრალო დიდი თავგადასავალი იყო, მთელ ჩემ ცხოვრებას შეცვლიდა“, - ამბობს რუსკა ქარქაშაძე. 

რუსკა ქარქაშაძე ქართველი მსახიობია, რომელმაც პოპულარობა სერიალ „ხელოვნური სუნთქვაში“ მელანოს როლის შესრულებით მოიპოვა. მანამდე, ბავშვობიდანვე აქტიურად მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში და ტელესერიალებში, მათ შორის „კომედი კიდსში“. ასევე, 10 წლის ასაკში ითამაშა ფილმში „არარეალური სახლი“.

რუსკა ქარქაშაძე 2003 წლის 7 აპრილს დაიბადა. ცნობილია, როგორც მსახიობი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი.

რუსკა ქარქაშაძე ბიზნესმენ ლაშა მოწონელიძეზეა დაქორწინებული, მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ.

ნახეთ ვიდეო: 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შევურიგდი კი არა, ვთხოვე, მეუღლეს დაბრუნებოდა“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე ყოფილ ურთიერთობაზე

⭕26 ოქტომბერი ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა - უცნობი ისტორია მსახიობზე, რომელიც აქამდე არ გსმენიათ

⭕„ემოციური ფონი მაღალია, მოერიდეთ კამათს, აჩქარებას და სარისკო გადაწყვეტილებებს...“ - მიხეილ ცაგარელი 26 ოქტომბრის სავსემთვარეობაზე

✕