იცოდით, რომ ძველი შუმერები სიყვარულს ასე ხსნიდნენ: „ჩვენ შორის ღმერთმა ჩაიარა“... ჰოდა, ადამიანების უმრავლესობა ერთმანეთს შორის ღმერთის ჩავლას ელოდება...
14 თებერვალს დედამიწელები სამყაროს მამოძრავებელი ძალის - სიყვარულის დღესასწაულს აღნიშნავენ - ვალენტინობას.
ამ ფენომენზე ბევრი თქმულა, ბევრი დაწერილა, იწერება და ბევრიც დაიწერება. გრძნობა, რომელიც გამოუთქმელია, გრძნობა, რომელიც აღმაფრთოვანებელია...
მსახიობი ზაზა კოლელიშვილი საყვარელ ადამიანს „მეყურთბალიშეს“ უწოდებს. დიახ, რადგან შენს საყვარელ ადამიანს ყოველ დღე ეუბნები, რომ ახლაც ისევე ძლიერ გიყვარს, როგორც გაცნობის დღეს.