Digest Logo

„მიმართვა მე-3 ! გულწრფელად ვნანობ!მეტი არ ვიცი რა გავაკეთო?“ - თამარ მაყაშვილი

1667195749
თამარ მაყაშვილი

მსახიობი თამარ მაყაშვილი, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშს ფეისბუკის პირად გვერდზე იხდის. მსახიობმა აღნიშნა, რომ შეცდა და ნანობს თავის ნათქვამს.

„მიმართვა მე-3! გულწრფელად ვნანობ! მეტი არ ვიცი რა გავაკეთო? მე მაპატიეთ! აღარ გავიმართლებ თავს! რადგან ჩემი ჩანაწერი-მიმართვა გულწრფელი არ გგონიათ!

შევცდი ბატონო! ვაღიარებ!!! პ.ს მაინც ვიტყვი, რომ მიყვარხართ! ასეა ეს! არ მაქვს უნარი, შევწყვიტო ადამიანების და მით უმეტეს ბავშვებისადმი სიყვარული! მიყვარს და მეყვარება ყველა ერის, რჯულის და რასის!!!“, – წერს თამარ მაყაშვილი.

ცნობისთვის ტელეკომპანია იმედის ეთერში მსახიობმა  თქვა: „არასდროს ვაცმევდი ამათ სულელურ კაბებს და იმ დღეს გავიხედე, კატოს არ აცვია ხულელი ბავშვივით რაღაც საშინელი ბეშუმური კაბა“.

თავად ტელეკომპანია „იმედი“, შექმნილი უხერხულობის გამო, წუხილს გამოთქვამს და ადასტურებს პატივისცემას იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც რესპონდენტის მიერ ეთერში ნათქვამი შეურაცხყოფად მიიღეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ამისთვის შეიძლება ვიღაცამ შუბლში ტყვია მესროლოს, მაგრამ მაინც ვიტყვი“... - ჟანრი ლოლაშვილი

🔵„ჰელოუინი ანუ შავი მაგიისა და ჯადოქრების დღეა - გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება“ - მიხეილ ცაგარელი