Digest Logo

მიმტანი შვილი, ჩაცხრილული ბიძაშვილი, ცხოვრების სიყვარული... - მამუკა ხაზარაძის პირადი

1609335192
მამუკა ხაზარაძის ოჯახიი

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებამ გაიცნო, როგორც „თიბისი“ ბანკის დაამარსებელი, თუმცა წელს ხაზარაძე პოლიტიკაშიც ვიხილეთ - მან მეგობრებთან ერთად პოლიტიკური პარტია „ლელო“ შექმნა.

მისი საქმიანობა ყველასთვის ცნობილია, თუმცა საინტერესოა როგორია მამუკა ხაზარაძის ოჯახური იდილია და როგორი იყო ის ბავშვობაში.

დაიჯესტი ცნობილი ბიზნესმენის ჰარმონიული ოჯახისა და პირადი ცხოვრების შესახებ მოგიყვებათ.

ბავშვობა

ბავშვობა მქონდა ჩვეულებრივი, ისეთივე როგორიც თბილისში დაბადებულ ყველა ადამიანს. დავამთავრე თბილისის 30-ე სკოლა, აქტიურად ვიყავი დაკავებული სპორტით.

დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი.

გვქონდა ჩვენი მუსიკალური ანსამბლი, სადაც ვბაძავდით „ბითლზებს“.

მშობლები

„დედა ექიმი იყო, მამა ინჟინერი.

სამოთახიან ბინაში დასთან ერთად და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ცხოვრობდა.

მეუღლე და შვილები

მამუკა ხაზარაძის მეუღლე მისი თანაკლასელი ირინა ხიდაშელია.

„ისე აეწყო ჩვენი ცხოვრება, ხასიათობრივად ისე ახლოს ვართ ერთმანეთთან, რომ მე და ჩემს მეუღლეს კამათიც კი არ მოგვსვლია ერთმანეთში. იყო დრო, როცა სახლში არც შუქი იყო, არც საჭმელი, 90-იანები იდგა, მაგრამ ვიცოდი, რომ სახლში იყო ქალი, რომელიც ლომივით ეფარებოდა და იცავდა შვილებს, სანამ მამაკაცი სახლში
მივიდოდა. ამის განცდა რომ აქვს კაცს, ძალიან მნიშვნელოვანია მისი საქმის წარმატებისთვის. გრძნობ, სადაც არ უნდა იყო, შენი ოჯახი, შენი შვილები და კერა დაცულია“, - ამბობს მამუკა ხაზარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

წყვილს 5 შვილი ჰყავს.

მისი ერთ-ერთი ქალიშვილი, ანა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცა, როცა ერთ-ერთ ბარში მიმტანად მუშაობა დაიწყო. ანას სურდა, თავისი დამტვრეული მანქანის შესაკეთებელი თანხა თვითონ გამოემუშავებინა.

„ძალიან ვამაყობდი მისი სწორი გადაწყვეტილებით. ამის შემდეგ მიხვდვი, რომ მას ცხოვრებაში არ გაუჭირდებოდა“- ამბობს მამუკა ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძე შვილებს მკაცრად ზრდის, თუმცა მათ პირად არჩევანში არასოდეს ერევა.

გამყრელიძე თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ატარებს და ძირითადად საჭმელების კეთებით არიან დაკავებულები.

როგორც მამუკა ამბობს, ეს პროცესი მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

ტრაგედია ოჯახში

ბნელი 90-იანების კვალი მამუკა ხაზარაძის ოჯახსაც დაეტყო.

მისი ბიძაშვილი დააყაჩაღეს და იმის გამო ჩაცხრილეს, რომ ეგონათ სახლში დიდ ფულს ინახავდა.

„ჩემი ბიძაშვილი იყო, ბორჯომის ქარხნების დირექტორი. იმ დროს იყო კატასტროფული სიტუაცია ქვეყანაში კრიმინალის მხრივ და რაღაც ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ რადგან ის ბორჯომის ქარხნების დირექტორია, მას სახლში შეიძლება ჰქონოდა განძი და დიდი ფული.

აღმოჩნდა, რომ არაფერი ჰქონდა და ვერც ექნებოდა. ვაჟკაცი ადამიანი იყო, ოჯახი დაიცვა თავისი სანადირო თოფით, დიდი შეხლა-შემოხლა მოხდა, რასაც ეს ტრაგედია მოჰყვა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ყველაფრისთვის თავი დამენებებინა“, – ამბობს მამუკა ხაზარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

⚪აგრეთვე წაიკითხეთ:

ვინ არის ელენე ხოშტარიას ქმარი - ცოტა რამ პოლიტიკოსის პირადზე

ცხოვრებისეული სევდა, ბავშვობა, სიყვარული - ანა დოლიძის პირადი

ვის აკითხავს არჩილ თალაკვაძე მოტოციკლით და როგორია პოლიტიკოსის ოჯახური ცხოვრება