„სიტყვის აკადემიის“ ორგანიზებით, 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ მასშტაბურ ვიდეორგოლში მიიღო მონაწილეობა და ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას, მხარდაჭერა გამოუცხადა.
ვიდეოს მთავარი გზავნილი იყო: „ილია, შენი სამშობლო შენ გვერდითაა!“ მონაწილეებმა ერთობლივად გამოხატეს პატივისცემა და მხარდაჭერა სპორტსმენის მიმართ, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე არაერთ წარმატებას მიაღწია და საქართველო არაერთხელ ასახელა.
ვიდეორგოლი სოციალურ ქსელებში გავრცელდა და თავად ილია თოფურიას გამოხმაურებაც მალევე მოჰყვა.
ქართველმა ჩემპიონმა ახალგაზრდებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და „ინსტაგრამის“ სთორიზე დაწერა:
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა.“

View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნინო ნადირაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს - „მისის და მისტერ ოქროსები!“