Digest Logo

„მჯერა, რომ რთულმა პერიოდმა უფრო გამაძლიერა, მნიშვნელოვანია სიმშვიდე და საკუთარ თავზე მუშაობის გაგრძელება“ - ოთარ კიტეიშვილი

1774725660
ოთარ კიტეიშვილი

„ჩვენი ქართველი ილუზიონისტი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. მერვე წელი შეუსრულდა, რაც ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმის“ მაისურით თამაშობს. ის „შავ-თეთრ“ გუნდში გატარებულ დროზე, მიმდინარე ცვლილებებსა და მიზნებზე საუბრობს.

ოთარ კიტეიშვილს ამჟამად 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის დასრულებამდე რვა თამაშით ადრე მხოლოდ ერთი 1 გადაცემა აკლია გასული წლის პირად რეკორდამდე. შემთხვევითი არ არის, რომ „შტურმის“ ათი ნომერი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშეა“, – ასეთი შესავლით წარადგინა გრაცის „შტურმმა“ გუნდის და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის ინტერვიუ.

– ოთარ, დღეს შენი მერვე დაბადების დღეა გრაცის „შტურმის“ მაისურით. ერთი წინადადებით რომ აღწერო გუნდში გატარებული დრო.

– ემოციებით, გამოწვევებითა და დაუვიწყარი მომენტებით სავსე მოგზაურობაა, რომელმაც ჩამომაყალიბა მოთამაშედ და პიროვნებად.

– კარიერაში გქონდა როგორც ტრავმები, ასევე დიდი წარმატებები. ყველაზე მეტად ფსიქოლოგიურად რა დაგეხმარა?

– მჯერა, რომ რთულმა პერიოდმა უფრო გამაძლიერა. ტრავმებმა და წარუმატებლობებმა მაიძულა, ვყოფილიყავი მომთმენი და საკუთარი თავის მერწმუნა. ეს დრო მენტალურ სიძლიერეშიც დამეხმარა და ვითარების სხვადასხვა პერსპექტივიდან შეფასება შევძელი.

– როგორ უყურებ გუნდში მიმდინარე ცვლილებებს?

– ბევრი ახალგაზრდა, ამბიციური მოთამაშე წინ მიიწევს და საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებას ცდილობს. ამ ეტაპს დრო სჭირდება, მაგრამ მაქვს განცდა, რომ რაღაც ძალიან პოზიტიური ხდება.

– გამოცდილება ამ ცვლილებების უკეთ გააზრებაში დაგეხმარათ?

– ბოლო წლებში ბევრი ცვლილება გადამიტანია. მნიშვნელოვანია სიმშვიდე და საკუთარ თავზე მუშაობის გაგრძელება.

– რა გაძლევთ ძალას და გეხმარებათ გონების გაწმენდაში?

– ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დროის გატარება დიდ ენერგიას მაძლევს. ეს ყოველდღიური საზრუნავისგან გათავისუფლებასა და ენერგიის აღდგენაში მეხმარება.

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ნამდვილი გაზაფხულიც მალე მოვა“ - რა კადრებს გვიზიარებს თიკა ფაცაცია

⭕„მადლობა ჩემი ცხოვრების ზღაპრად ქცევისთვის, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ“– ნანუკა გულუა მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

⭕„იბრწყინე მუდამ“ - ეკა მამალაძე იუბილარია

წყარო: 1tv.ge